ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი

ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი

მკვეთრი პოლიტიკური პროტესტი ოლიმპიური თამაშების მზადებისა თუ მიმდინარეობისას მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს და ხშირად პოლიტიკურ დღის წესრიგსაც კი ცვლის. ოლიმპიური თამაშებისადმი გამოცხადებული პროტესტის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ბოიკოტი, ქმედითი იარაღია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მისაპყრობად ამა თუ იმ პრობლემისადმი. გთავაზობთ აღნიშნული პროტესტის ისტორიულ მაგალითებს. დემარში, ძირითადად, საზაფხულო ოლიმპიადების დროს ხდებოდა.

ლონდონის ოლიპიადა (1908 წელი). რუსეთის იმპერიამ ფინეთს, რომელიც მის შემადგენლობაში იყო, აუკრძალა თავისი ეროვნული დროშით გამოსვლა. ფინელებმა კი, თავის მხრივ, რუსეთის სამფეროვანი ალამი უარყვეს და სტადიონზე დროშის გარეშე გავიდნენ. ამავე ოლიმპიადაზე ამერიკელმა სპორტსმენებმა უარი თქვეს, ტრადიციისამებრ, სტადიონზე ბრიტანეთის მონარქის ლოჟის წინ დროშის დახრაზე.

ანტვერპენი 1920. პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების გამო მონაწილეობაზე უარი უთხრეს გერმანიას.

ბერლინი 1936 - ოლიმპიურ კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობა იყო ოლიმპიური თამაშების ბერლინში ჩატარების თაობაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების, რასიზმის მზარდი ტენდენციის გამო, თუმცა, მოგვიანებით, ბარსელონას (პოლიტიკური არასტაბილურობის გამო) ისევ ბერლინი ამჯობინეს.

მელბურნის ოლიმპიადა - 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ეგვიპტემ სუეცის კრიზისის გამო, მას მხარი დაუჭირეს ერაყმა, ლიბანმა და კამბოჯამ; უნგრეთში საბჭოთა ჯარის სასტიკი მოქმედების გამო ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა ესპანეთმა, შვეიცარიამ და ჰოლანდიამ, ხოლო უნგრელმა სპორტსმენებმა უარი თქვეს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის დროშის ქვეშ გამოსვლაზე. მელბურნის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა ჩინეთმა - ტაივანის გუნდის მისთვის მიუღებელი სახელწოდებით მოწვევის გამო.

მეხიკო 1968 - ორმა შავკანიანმა ამერიკელმა სპორტსმენმა: ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებმა მძლეოსნობაში ტომ სმიტმა და ჯონ კარლოსმა, რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, აშშ-ის ჰიმნის აჟღერებისას თავი დახარეს და შავხელთათმანიანი შეკრული მუშტები აღმართეს. ამავე ოლიმპიადაზე ჩეხი ტანმოვარჯიშე ვერა ჩასლავსკა საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერებისას კვარცხლბეკზე ზურგით შეტრიალდა.

მონრეალის ოლიმპიადა - 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა 26-მა აფრიკულმა ქვეყანამ - ისინი ახალზელანდიელებისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნის რაგბის ნაკრები შეხვდა სამხრეთ აფრიკელთა გუნდს, სადაც აპარტეიდული რეჟიმი იყო.

მოსკოვი 1980 - მოსკოვის ოლიმპიადას, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის გამო, 64 ქვეყნის სპორტსმენებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.

ლოს-ანჯელესის ოლიმპიადა - 1984 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების უმრავლესობამ გამოუცხადა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია