მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

წუხელ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში სამუშაო პროცესის დროს ჭერის ჩამონგრევას ერთი ადამიანი, 35 წლის ლევან მეფარიძე ემსხვერპლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მინდელის სახელობის შახტის დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა განუცხადა, უბედური შემთხვევა საწარმო პროცესის დროს, სავარაუდოდ მიკროსამთო დარტყმის შედეგად მოხდა, რა დროსაც ჭერი ჩამოინგრა.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სამართალდამცველებმა, რომლებმაც გამოძიება დაიწყეს.

დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის გარდა სხვა არავინ დაშავებულა. მისი ცხედარი კი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია