თამუნა მუსერიძეს დაბადების დღეზე სტრიპტიზი უცეკვეს

თამუნა მუსერიძეს დაბადების დღეზე სტრიპტიზი უცეკვეს

ტელე და რადიო წამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაბადების დღე კლუბ "ვიპ თაიშმი" აღნიშნა. წვეულებაზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. იუბილარი 60 სტუმარს ელოდა, თუმცა, დაბადების დღის მისალოცად კლუბში 180 ადამიანი მივიდა. მათ შორის ქუჩის ბიჭები, მაია კაჭკაჭიშვილი, რეპერი ძვალი, მასტერა, ვასო ბიჭიკაშვილი, ბექა ბროლაძე, გიორგი კაკულია, ნიკოლ შოუ და ასევე დამწყები მომღერლები, რომლებმაც მეგობარს დაბადების დღე სცენიდან მიულოცეს. მოწვეულ სტუმართა შორის კესარია აბრამიძეც იყო.

თამუნა მუსერიძე: ”არ ველოდი თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა. გათვალისწინებულზე სამჯერ მეტი სტუმარი მესტუმრა. მიხარია ამდენი მილოცვა და დადებითი ემოცია რომ მივიღე. მიხარია ამდენ ადამიანს რომ ვუყვარვარ”.

სცენაზე იუბილარიც ავიდა და სტუმრებს მადლობა სიმღერით გადაუხადა. საღამოს კულმინაცია კი იუბილარისა და საქართველოში ერთადერთი სტრიპტიზიორი მამაკაცის ცეკვა იყო. ეროტიული ცეკვა მიუძღვნა იუბილარს ასევე ეპატაჟურმა ტელე და რადიო წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ.

კლუბში აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც სტრიპტიზიორი მამაკაცისა და თამუნას ქორეოგრაფიული ნომერი არ მოეწონათ. ვითარება პერიოდულად იძაბებოდა, თუმცა კლუბის დაცვის წარმომადგენლებმა მოჩხუბრებს ტერიტორია დაატოვებინეს. წვეულება დილამდე გაგრძელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო: თამუნა მუსერიძეს დაბადების დღე სტრიპტიზით მიულოცეს (+18)

იხილეთ ასევე: ერ­თა­დერ­თი სტრიპ­ტი­ზი­ო­რი მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება