უმცროსმა ნახევარდამ დები კარდაშიანები დაჩრდილა

უმცროსმა ნახევარდამ დები კარდაშიანები დაჩრდილა

როცა უფროსი დები - კიმი, კორტნი და ხლოე კარდაშიანები ცელულიტს სპორტდარბაზში ებრძვიან, მათი ნახევარდის, 17 წლის კენდალ ჯენერისთვის რამდენიმე სამოდელო სააგენტოს ომი აქვთ გაჩაღებული.

ამჯერად 17 წლის ლამაზმანი ბრენდ Agua Bendita-ს საცურაო კოსტუმების 2014 წლის კოლექციას უკეთებს რეკლამას. კენდალის სხეულის პარამეტრები სამოდელო ბიზნესისთვის იდეალურია, ამასთან, მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია. გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ოცნებობს Victoria’s Secret-ში მიიწვიონ.

კენდალსა და კარდაშიანებს დედმამიშვილობა დედის მხრიდან აკავშირებთ. ის დებ კარდაშიანების დედის, კრისისა და ბიზნესმენ ბრუს ჯენერის უფროსი ქალიშვილია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება