"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მშობიარობა უფასო გახდა, 6 000 ბავშვი დაიბადაო. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, - ბავშვის ჩასახვასა და დაბადებას 9 თვე მაინც სჭირდება. რატომ აღმოჩნდა 2013 წლის შემოდგომა ბავშვების დაბადებით "ბარაქიანი" და რამდენად სწორი ნაბიჯები გადადგა ახალმა მთავრობამ დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად? "კვირის პალიტრას" დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა:

- თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი ხანია ვამბობ, რომ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს! მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდავობა, ოჯახების უმეტესობა მხოლოდ ერთ და ორ შვილს სჯერდება, გახშირდა განქორწინებები და შემცირდა ქორწინებების რაოდენობა. მეტად საშიშია ემიგრაციული პროცესიც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ-ია, რაც გაყალბებული მაჩვენებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის ცნობით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის დაახლოებით 3,2 მლნ-მდე შემცირდება. ხელახალი აღწერის ჩატარებამ შესაძლოა უფრო კატასტროფული სურათი გვიჩვენოს.

გაეროს სპეციალური ფონდის მონაცემებით, 2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობის 7%-ით გაზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 28%-ით შემცირდება(?!). ეს საქართველოს გაწყვეტას ნიშნავს.

სექტემბერ-ოქტომბერში წინა თვეებთან შედარებით მეტი ბავშვი რომ დაიბადა, ამას სხვა ახსნა აქვს. შემოდგომის მიწურულს ხშირია ქორწინებები. შემდეგი ორი-სამი თვე დაახლოებით ბავშვის ჩასახვას სჭირდება და ამას ცხრა თვესაც თუ დავუმატებთ, გამოდის, ბავშვები სექტემბერ-ოქტომბერში დაიბადებიან. სტატისტიკურად შემოდგომის თვეებში შედარებით მაღალია შობადობის მაჩვენებელი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია