ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლის" აღ­სა­რე­ბა - "ნა­სედ­კე­ბი" ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, თით­ქოს პა­ტიმ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიგ­ვყავს"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლის" აღ­სა­რე­ბა - "ნა­სედ­კე­ბი" ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, თით­ქოს პა­ტიმ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიგ­ვყავს"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" სა­კითხ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა ცი­ხე­ებ­ში კვლავ ფე­ხი მო­ი­კი­დეს, აქ­ვეყ­ნე­ბენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" მი­ერ ცი­ხე­ე­ბის კონ­ტრო­ლის სხვა­დას­ხვა სქე­მებს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით დე­პუ­ტა­ტი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით "მა­ყუ­რებ­ლე­ბის სა­კითხ­ე­ბის ექ­სპერ­ტა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი სა­პა­სუ­ხოდ აცხ­ა­დე­ბენ, რომ ტყუ­ი­ლად ტრა­ბა­ხო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", თით­ქოს მათ დროს ცი­ხე­ებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" არ იყ­ვნენ. მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, პე­ნი­ტენ­ციუ­რ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში ძვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბული ტრა­გე­დი­ე­ბის დიდ ნა­წილ­ს (პა­ტიმ­რის მკვლე­ლო­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბა, ცე­მა) სწო­რედ "მა­ყუ­რებ­ლებს" უკავ­ში­რე­ბენ. უფ­რო ზუს­ტად, მო­რი­გი ტრა­გე­დიი­სას უპირ­ვე­ლე­სად სა­უბ­რო­ბენ ვერ­სი­ა­ზე - ხომ არ იდ­გა მის უკან "მა­ყუ­რე­ბე­ლი". ბო­ლო ასე­თი შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში 16 წლის პა­ტი­მარ გო­გი­ტა ძვე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო - ყვე­ლა­ზე ად­რე გახ­მა­ურ­და ვერ­სი­ა, რომ პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე იქა­ურ­მა "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იყო ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე - 24 წლის ახალ­გაზ­რდა ცი­ხე­ში ცე­მით მოკ­ლეს და ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს რო­გორც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ისე "მა­ყუ­რებ­ლე­ბი".

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ცი­ხის ყო­ფი­ლი "მა­ყუ­რე­ბე­ლი­ა", რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მი­სი თქმით, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ იმის გა­მო დაგ­ვთან­ხმდა, რომ ბო­ლო დროს "მა­ყუ­რებ­ლებ­ზე" ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რაც მას აწუ­ხებს. ასე­ვე, მან მო­ითხ­ო­ვა, რომ მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი არ დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

- ცი­ხე სა­დაც გახ­სნი­ლია და პა­ტიმ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ კონ­ტაქ­ტი - "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ყველ­გან არის. მე 2005 წელს და­მა­კა­ვეს და სა­ნამ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ­, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ ცი­ხე­ში ვიხ­დი­დი სას­ჯელს, 1200-1300 კა­ცი­ან "ზო­ნა­ში" ვი­ყა­ვი. ცი­ხეს ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" კი არ ჰყავს, არა­მედ რამ­დე­ნი­მე - რე­გი­ო­ნის, ცი­ხის, კორ­პუ­სის, თა­მა­შე­ბის, კა­მე­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის. გა­აჩ­ნი­ა, იმ კონ­კრე­ტულ დროს რო­გორ არის სტრუქ­ტუ­რა აწყ­ო­ბი­ლი. სტა­ლი­ნის დრო­ი­დან არი­ან "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", მით უმე­ტეს - ზო­ნა­ში. მა­გას ად­მი­ნის­ტრა­ცია არ ირ­ჩევს - ავ­ტო­რი­ტე­ტი უნ­და ჰქონ­დეს, იყოს წე­სი­ე­რი კა­ცი. უნ­და გე­კუთ­ვნო­დეს, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა რომ გა­და­უწყ­ვი­ტო და გახ­დე­ბი "მა­ყუ­რე­ბე­ლი". "ქურ­დე­ბიც" რე­კა­ვენ, რო­ცა პა­ტი­მა­რი შე­მო­დის და და­ხა­სი­ა­თე­ბას აძ­ლე­ვენ. თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა ცი­ხე­ში გა­დაჰ­ყავთ - ის სხვა პა­ტი­მარს უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლიც "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ხდე­ბა და ასე გრძელ­დე­ბა. რო­ცა ახა­ლი ცი­ხე იხ­სნე­ბა - ასე­ვე ქურ­დე­ბი რე­კა­ვენ... ზო­გი­ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" უფ­რო­სო­ბას­თან არის შეკ­რუ­ლი, რო­ცა "გა­ი­ყი­დე­ბო­და", მას "კაზ­ლი­ატ­ნიკ­ში" ან "სა­ქათ­მე­ში" ვუშ­ვებ­დით. "მა­ყუ­რე­ბე­ლი" რა­მე პრი­ვი­ლე­გია კი არ არის, ის მარ­ტო ვი­ღა­ცის "ბლა­ტა­ო­ბას" კი არ არე­გუ­ლი­რებს, ის პა­ტიმ­რე­ბის ხმას აწ­ვდენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მე რო­ცა ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცია უფ­რო მეტ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, ვიდ­რე პა­ტიმ­რე­ბი. ვი­საც მა­სა იც­ნობს და ენ­დო­ბა, ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს "მა­ყუ­რე­ბე­ლი", ზოგს თავ­ში უვარ­დე­ბა და იქ­ვე იღებს პა­სუხს პა­ტიმ­რე­ბის­გან. ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გვყავ­და, რო­მე­ლიც ეტაპ­ში მოყ­ვა­ნილ ახალ­გაზ­რდებ­ზე ამ­ბობ­და, სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე შე­მე­ხოო და ბი­ჭებს "სა­ქათ­მე­ში" უშ­ვებ­და, რო­ცა ეს გა­ი­გეს პა­ტიმ­რებ­მა, თვი­თონ "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გა­უშ­ვეს "სა­ქათ­მე­ში".

- ამ ბო­ლო დროს არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ვერ­სი­ა, რომ ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბის ხე­ლი ურე­ვია - იგუ­ლის­ხმე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბი თუ თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი.

- ყვე­ლას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, რა­ტომ აბ­რა­ლე­ბენ "მა­ყუ­რე­ბელს"? სა­ი­დან იცი­ან? ჩემს დროს ცი­ხე­ში არც ერ­თი თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის "ნა­სედ­კა" იქ­ნე­ბა, "მა­ყუ­რებ­ლის" "და­მარ­ხვა" უნ­და და გა­მო­ი­ტა­ნა გა­რეთ ამ­ბა­ვი, თით­ქოს "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. მე და შენ წყნა­რად რომ ვლა­პა­რა­კობთ სა­კან­ში, შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გახ­ვი­დე და თა­ვი მო­იკ­ლა სხვა მი­ზე­ზით. სუფ­თა ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში თავს არ მო­იკ­ლავს. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ პა­ტი­მა­რი "ძაღ­ლებ­მა" მი­იყ­ვა­ნონ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და "მა­ყუ­რებ­ლებს" და­აბ­რა­ლონ. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე რა­ზე ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ რა­ღაც ისე­თი გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ცი­ხე­ში შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და პა­ტი­მარს პა­სუ­ხი მო­ეთხ­ო­ვე­ბა. ძვე­ლი ბი­ჭის და "მა­ყუ­რებ­ლის" გა­მო თავს არა­ვინ იკ­ლავს - არ უნ­და გქონ­დეს ჩადენილი ისე­თი საქ­ცი­ე­ლი, აქამ­დე რომ მიხ­ვი­დე. ცხოვ­რე­ბა ასე­თია - გა­რე­თაც შენ­ნა­ი­რებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კე­ტილ ცი­ხე­ში და­ი­მა­ლე­ბი, მაგ­რამ ზო­ნა­ში არა­ფე­რი იმა­ლე­ბა. ყვე­ლა კა­ცი თა­ვისი სა­ზო­მით იზო­მე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ვი­ღაც სხვა­ზე მე­ტი. სა­ნამ ცი­ხე ჩა­კე­ტი­ლი იყო, ბევ­რი "ნა­ბო­ზა­რი" კა­ი­ტი­პობ­და და გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­გა­ვი ცი­ხე­ში არ ჩან­და, პა­ტიმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. ახ­ლა გა­იხ­სნა ცი­ხე და ვი­ღა­ცას შეხ­ვდა. შენ რომ გა­რეთ ჩე­მი შვი­ლი და­ღუ­პო და ცი­ხე­ში გა­და­გე­ყა­რო, ხომ იცი, რა­საც გი­ზამ? სა­ნამ კა­მე­რა­ში შე­გიყ­ვა­ნენ, მა­ნამ­დე იკ­ვლევს ად­მი­ნის­ტრა­ცია, წარ­სულ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხომ არ გქო­ნია სხვა პა­ტი­მარ­თან, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ახ­ვედ­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს გა­დამ­ტე­რე­ბულ პა­ტიმ­რებს და იქ რა ხდე­ბო­და, ვერ მოვ­ყვე­ბი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყო­ველ­თვის იცის, ვინ არის ცი­ხის "მა­ყუ­რე­ბე­ლი". რომ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს წი­ნა წლებ­ში არ იყ­ვნენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", რო­გორ არ ვი­ყა­ვით? და მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც კარ­გად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­გან ჭამ­დნენ და ჩუ­მად იყ­ვნენ. "ობ­შჩი­აკ­საც" ვაგ­რო­ვებ­დით და ტე­ლე­ფო­ნიც გვქონ­და, რო­მელ­შიც 2.000 ლარს გვახ­დე­ვი­ნებ­დნენ. რა­ტომ ამო­ი­ღებ­და ხმას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა? "ობშჩიაკი" ყოველთვის იყო, არის და იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ