ეშტონ კატჩერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტალემსახიობია

ეშტონ კატჩერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტალემსახიობია

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელემსახიობები დაასახელა. რეიტინგს ფილმის - "ჯობსი: ცდუნების იმპერია" ვარსკვლავი ეშტონ კატჩერი ლიდერობს.

კატჩერი ყველაზე მაღალანაზღაურებად ტელემსახიობად 2011 წლიდან აღიარეს, რაც სერიალ "ორნახევარ ადამიანში" ჩარლი შინი შეცვალა.

მიუხედავად სერიალის რეიტინგის კლებისა, შოუ კატჩერს სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს. სურათი "ჯობსი" ჯერჯერობით მოგებით ვერ დაიკვეხნის - მან მხოლოდ 16 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მაგრამ მსახიობს შემოსავლის კიდევ ერთი წყარო აქვს - მისი წილები ტექნოლოგიურ სტარტაპებში: Airbnb, Foursquare და Path. კატჩერის შემოსავალი 2012 წლის ივნისიდან 2013 ივნისამდე 24 მლნ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის მეორე ადგილზე კატჩერის კოლეგა სერიალში "ორნახევარი ადამიანი" ჯონ კრაიერი (21 მლნ დოლარი) გავიდა. სამეულს რეი რომანო (16 მლნ) ასრულებს, რომელიც ცნობილია შოუებით - "ყველას უყვარს რეიმონდი" და "მშობლები". მიუხედავად იმისა, რომ "ყველას უყვარს რეიმონდი" 2005 წელს დახურეს, რომანო დღემდე შემოსავალს იღებს ტელევიზიებში შოუს ეპიზოდების რეგულარული განმეორებისთვის.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო მსახიობების რეიტინგი:

1. ეშტონ კატჩერი (24 მლნ დოლარი)

2. ჯონ კრაიერი (21 მლნ)

3. რეი რომანო (16 მლნ)

4. ნილ პატრიკ ჰარისი (15 მლნ)

5. მარკ ჰარმონი (15 მლნ)

6. პატრიკ დემპსი (13 მლნ)

7. ტიმ ალენ (11 მლნ)

8. ანგუს ჯონსი (11 მლნ)

9. მაიკლ ჰოლი (10 მლნ)

10. ჩარლი შინი (10 მლნ)

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება