ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს

ველისციხეში დავით ბაქრაძის პლაკატები მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალა, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კუთვნილ, მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს. როგორც კახეთის "ენერგოდისტრიბუციაში" აცხადებენ, კომპანია ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო და სადენებზე სააგიტაციო მასალა უცნობმა პირებმა თვითნებურად განათავსეს.

"გუშინ, დილის 7 საათზე, სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად, 1 საათით გამოირთო ელექტროენერგია. არ ვიცი ვინ, მაგრამ დრო იხელთეს და მაღალი ძაბვის ელექტროსადენებზე ჩამოკიდეს სააგიტაციო მასალა. ამ დროს რომ დენი მოსულიყო, მძიმე შედეგით დასრულდებოდა ყველაფერი. არ შეიძლება, ელექტროხაზებზე ასეთი მასალების ჩამოკიდება, ქარის დროს შეიძლება მოკლე ჩართვა გამოიწვიოს", - აცხადებენ "ენერგოდისტრიბუციაში".

დავით ბაქრაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გოჩა სიბაშვილის თქმით კი, მათ აქტივისტებს ელექტროსადენი "სილქნეტის" სადენში აერიათ და სააგიტაციო მასალა ამიტომ ჩამოკიდეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა