ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ

ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ

ახალციხის ციხეს 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. პრეზიდენტმა ციხის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი მოქმედი მაღაზია "მესხური ბრენდი" დაათვალიერა და მისი მეპატრონეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სააკაშვილის განმარტებით, დასაფასებელია, რომ "მესხური ბრენდი" ინარჩუნებს და პოპულარიზებას უწევს ადგილობრივ პროდუქციას.

"სამწუხაროდ, ყველა მაღაზია დაიხურა ამ ერთის გარდა. ამიტომ, ეს მაღაზია ნამდვილად იმსახურებდა, მოვსულიყავით და მადლობა გვეთქვა. სახელმწიფო ჯილდოები ამისთვის არის, რომ მადლობა უთხრათ ასეთ ხალხს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალციხის ციხის ადმინიტრაცია, პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მან ახალციხე ისე დატოვა, არც ციხის დირექტორს, გუჯა ბიჭაშვილს შეხვედრია და არც ადგილობრივებს.

"ინფორმაცია არ მქონდა, მე ჩემი საქმე მაქვს, კონცერტისთვის ვემზადებით და სხვა რამეზე ვიყავი გადართული. არც არავის გავუფრთხილებივართ. ჩვეულებრივ, როგორც მოქალაქე შემოვიდა და წავიდა", - განაცხადა ახალციხის ციხის დირექტორმა გუჯა ბიჭაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა