ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"

ზურა ხიზანიშვილი - "მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე"

ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანადგომას უცხადებს იმ პირებს, რომლებმაც, ფეხბურთელის თქმით, თვალი არ დახუჭეს რუსთავის N17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტზე.

"მინდა თანადგომა გამოუცხადო იმ ვაჟკაც ბიჭებს, რომლებმაც თვალი არ დახუჭეს ციხის ყოფილი უფროსის ლაშა ბრეგვაძის უსამართლობაზე", - წერს ხიზანიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის N17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით 16 ოქტომბერს სამი პირი დააკავეს, თუმცა, სამართალდამცავმა უწყებამ მათი ვინაობა არ გაასაჯაროვა. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. 

შსს-ში არ დააკონკრეტეს ბრეგვაძის ცემის ბრალდებით დაკავებულებს აქვთ თუ არა რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

16 ოქტომბერს ლაშა ბრეგვაძის ცემასთან დაკავშირებით," ნაციონალურმა მოძრაობამ" საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც აკაკი მინაშვილმა ბრიფინგზე თქვა, "ციხის ყოფილ უფროსს სამმა კრიმინალმა - გაგა ჩხაიძემ, ლევან კვარაცხელიამ და გიორგი გუდაძემ სცემეს". მისი მტკიცებით, ლაშა ბრეგვაძე ლევან კვარაცხელიას მამის, ლადო კვარაცხელიას სახლში მიიყვანეს და ჩაკეტეს.

როგორც მინაშვილმა განაცხადა, გიორგი გუდაძე ვატო ყიფიანთან და ე.წ. კანონიერ ქურდთან, "წრიპასთან" დაახლოებული პირია. მისივე თქმით, მოძალადეებმა ბრეგვაძის ცემის ამსახველი ფოტოები გადაუგზავნეს სოსო ჯოხაძეს იმის დასადასტურებლად, რომ ყოფილ სახელმწიფო თანამშრომლებს ასე გაუსწორდნენ.

ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტი რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაახმაურა.

ასევე იხილეთ:

ანი ნადარეიშვილი - "ნადირობა ქურდებთან

მებრძოლებზე გრძელდება!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს