რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა

რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა

სალომე ერთ-ერთია ქართველ მომღერალთაგან, რომლის მიმართ მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ. სალომეს დიდი სურვილი აქვს, კარიერა საზღვრებს გარეთ გაიკეთოს და სიმართლე რომ ვთქვათ, ამისი ყოველგვარი მონაცემი აქვს, თუმცა საქართველოში ყოფნისას ყველა იმ შეხვედრაზე სიარული გაუჭირდება, რომელიც მის კარიერას შეიძლება წაადგეს, ამიტომაც ამ მხრივ საფიქრალი გაუჩნდა...

ამ წლის ბათუმის ჯაზფესტივალზე ''სალიომ'' შესანიშნავი კონცერტი გამართა და სალომე კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ვოკალის გარდა მაყურებლის აყოლიებისა და სცენაზე დგომის შესანიშნავი გამოცდილება აქვს, კარგი მუხტიც, რაც მომღერალს ასე სჭირდება.

სალომე ახალი ჩამოსული იყო თბილისში, როდესაც მუსიკალური სიახლეების გასაგებად შევეხმიანეთ. ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი გეგმების განსახორციელებლად ყველაზე მეტად ოჯახის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, როგორც გვითხრა, არ აკლია. ისიც გაგვიმხილა, რომ თავიდან მამას მისი სიმღერები არ მოსწონდა. რას ფიქრობს ახლა გია კორკოტაშვილი თავისი გოგონას მუსიკალურ შესაძლებლობებზე, ამას თავად სალომე გვეტყვის.

- ბერლინიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. წინა კვირას ჩვენმა ჯგუფმა ''სალიომ'' თბილისის ერთ-ერთ კლუბში კონცერტი გამართა. ჯგუფს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ევროპაში საცხოვრებლად გადასვლაც შედის, მაგრამ ზუსტ ვადას ვერ დაგისახელებთ, რადგან რამდენჯერაც ასე ვთქვით, ყველა გეგმა ჩაიშალა და მერე მეკითხებიან ხოლმე. ამიტომაც არ ვიცი, როდის გავემგზავრებით, მაგრამ ჩვენი გეგმა ამას უკავშირდება. ახალი სიმღერები დავწერეთ და მალე სტუდიაში შევალთ მათ ჩასაწერად. ვიდეორგოლის გადაღებასაც ვფიქრობთ.

- თქვენი ჯგუფი როდის ჩამოყალიბდა?

- წინა წელს, ჯაზფესტივალის წინ, ერთი თვით ადრე და შემდეგ ამ ფესტივალზე გამოვედით. წელსაც გვქონდა გამოსვლა. მაისში მონაწილეობა მივიღეთ ნიუ-ორლეანის ჯაზფესტივალზე, სადაც ჩვენ გარდა გამოდიოდნენ ბიბი კინგი, Ma­roon 5, ''ჯიფსი კინგსი'' და ასევე ცნობილი ჯგუფი Earth, Wind and Fire. სხვათა შორის, მათთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. როდესაც მათი კონცერტი დასრულდა, კულისებში შევედით და ამ ლეგენდარული ჯგუფის წევრებთან ერთად ღვინო დავლიეთ, ვისაუბრეთ და კონტაქტები გავცვალეთ, იმეილები. დღესაც გვაქვს ურთიერთობა სწორედ იმეილების საშუალებით. ჩვენ რომ ვუკრავდით, Ma­roon 5-ის გიტარისტმა გამოიარა, ყური რომ მოჰკრა ჩვენს გამოსვლას, იქვე ჩამოჯდა და ჩვენი მოსმენა დაიწყო. მასალა გადაღებულია და ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. ჩემი მეგობარი იღებდა. ბევრს ალბათ ისიც აქვს ნანახი, გოსპელის გუნდის გამოსვლას რომ დავესწარი, შემდეგ კი ექვსი ათასი კაცის წინ მეც ვიმღერე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება