"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრისას, სექსუალური უმცირესობების საკითხზე ისაუბრა. ბურჯანაძის განმარტებით, მასაც ის ფასეულობები აქვს, რაც მოსახლეობის უმრავლესობას.
"ჩემი ფასეულობაა იგივე, რაც თქვენი - ოჯახიშვილობა, უფროს-უმცროსობა. ქალი რომ ქალს უნდა გავდეს, კაცი რომ კაცს. ბავშვს რომ დედაც უნდა ყავდეს, მამაც და არა - ორივე მამა. ჩვენ არავის ვერჩით, ვისაც რა ფასეულობით უნდა, ისე იცხოვროს. ჩვენ ოჯახში არავის არ ვუვარდებით, მაგრამ ეს ბავშვები გაგვაზრდევინონ ნორმალურად", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის განცხადებას შეკრებილი ფოთელები სიცილითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ.