როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები

როგორ გავატაროთ შაბათ-კვირა: 19-20 ოქტომბრის კულტურული ღონისძიებები

19-20 ოქტომბერს, თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ქართული ყველის რიგით IV ფესტივალს უმასპინძლებს ეგიდით "ქართული ყველის ათასწლეული და მისი ევროპული მომავალი". ფესტივალი 11:00-ზე გაიხსნება.

წლევანდელი ყველის ფესტივალი გაცილებით მასშტაბურია. ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველის გვერდით, წარმოდგენილი იქნება ქართული ნუგბარი, ღვინო, თაფლი, რეწვის ნიმუშები და სუვენირები.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები ეთნოგრაფიული მუზეუმის 3 ეზოში განაწილდება.

19 და 20 ოქტომბერს, "რუსთავქალაქობის" დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები დღეს, 19 ოქტომბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და კოსტავას გამზირზე 12.00 საათზე დაიწყება. "რუსთავქალაქობის" ფარგლებში ტრადიციული სპორტული მარათონი, საავტომობილო შოუ და რეტრო მანქანების გამოფენა გაიმართება. ქალაქის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე, თოჯინების თეატრი და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-აუქციონი, მულტი-პულტის გმირების წარმოდგენა, ლიტერატურულ-საყმაწვილო ალმანახის "რუს" პრეზენტაცია მოეწყობა.  "რუსთავქალაქობის" დღესასწაული გაგრძელდება კვირას 20 ოქტომბერს.

19 ოქტომბერს მირზაანში ფიროსმანობა გაიმართება. დილიდან მთელი დღის განმავლობაში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყობა ფიროსმანობისთვის სპეციალურად დამზადებული და შერჩეული ხალხური რეწვის საუკეთესო ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, მხატვრულად იქნება გაფორმებული და წარმოდგენილი ტრადიციული ქიზიყური ბაზრობა, გაიმართება ქიზიყურ-კახური სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაცია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დღეს დიდი ხნის შემდეგ, ერთიანი კოლექციის სახით, ფიროსმანის მუზეუმში დაცული მხატვრის 14 ორიგინალი სრულად იქნება.

19 ოქტომბერს თელავში, ნადიკვარის პარკის ტერიტორიაზე "ღვინის ფესტივალი" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ღვინის მწარმოებლები, რომლებიც სტუმრებს წარუდგენენ როგორც ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოებს. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე სამონასტრო ღვინოც. განთავსდება ქართული ყველის სადეგუსტაციო დახლი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული ყველი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე თვალი ადევნონ თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში.

"ამბები.ge" სასიამოვნო დასვენების დღეებს გისურვებთ!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია