სილვიო ბერლუსკონის საცოლე ლესბოსელია?

სილვიო ბერლუსკონის საცოლე ლესბოსელია?

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 76 წლის სილვიო ბერლუსკონი უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონის საცოლე, 27 წლის ფრანჩესკა პასკალი ლესბოსელია. ბულგარელმა მსახიობმა მიშელ ბონევმა იტალიურ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას ფრანჩესკას "ამბიციური ლესბოსელი" უწოდა.

"ფრანჩესკა ძალიან ამბიციური გოგოა. ის ღარიბი ოჯახიდან მოდის და ბერლუსკონიზე გათხოვება სურს. ეს გოგონა კაცთან ნამყოფი არაა და სილვიოს ვერ შეიყვარებდა. ეს ბერლუსკონის უდიდესი სირცხვილია, რადგან დაქორწინებას ლესბოსელზე აპირებს. მე ფრანჩესკასთვის მეგობარზე მეტი ვიყავი", - განაცხადა მიშელმა.

ფრანჩესკამ მეგობრის ბრალდებებს ცილისწამება უწოდა.

მომზადებულია Servizio Publicco-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს