ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი

ივანიშვილი - მე გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მარნეულის მოსახლეობას პირადად პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა.

ივანიშვილმა მარნეულის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა გიორგი მარგველაშვილს მისცენ და ყველამ ნომერი 41 შემოხაზონ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.

"პოლიტიკად მივდივარ, მაგრამ, მოვდივარ ხალხთან. გადავლახავთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემებს და სიტყვას გაძლევთ, რომ მინიმუმ 20 წელი ვიქნები თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთეს ცხოვრებას შევქმნით", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, ის კარგად ვერ საუბრობს რუსულად, აქედან გამომდინარე, მან მარნეულის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მათაც აქვთ ანალოგიური პრობლემა, ისინი ვერ საუბრობენ კარგად ქართულად და ყველას მოუწოდა სახელმწიფო ენა ისწავლონ, რათა შემდგომში შეძლონ ქართულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობები დაიკავონ.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ისიც უბრალო გლეხის ოჯახიდან არის და მან კარგად იცის შრომის ფასი.

"მეც გლეხის შვილი ვარ, სოფლიდან წამოსული, ძალიან კარგად ვიცი დაკოჟრილი ხელებით შრომის ფასი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მარნეულის მოსახლეობას წინაასრჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში ახალი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და იმ პროგრამებზე, რომლის განხორციელებაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ახალ მთავრობას ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო, თუმცა მათ მუდმივად ხელს უშლიდნენ, ხელს უშლიდა პრეზიდენტი, თუმცა ძალიან მოკლე პერიოდში ყველაფერი შეიცვლება.

მარნეულიდან გიორგი მარგველაშვილი რუსთავში გაემგზავრა. რუსთაველ ამომრჩეველთან შეხვედრამდე კი, ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მივიდა, სადაც "რუსთავქალაქობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

გიორგი მარგველაშვილი კოსტავას გამზირზე აღმართულ პავილიონებთან შეჩერდა, მასთან ერთად დღეს რუსთავში იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური.

მარგველაშვილმა რუსთაველებს "რუსთავქალაქობა" მიულოცა და ქალაქს შემდგომი განვითარება უსურვა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა