უსაფრთხოა თუ არა ქართული ბოსტნეული?

უსაფრთხოა თუ არა ქართული ბოსტნეული?

ყვე­ლამ იცის, რომ ზედ­მე­ტი დო­ზით მი­ღე­ბუ­ლი წა­მა­ლიც კი სა­წამ­ლა­ვი­ა. ეს მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ბოს­ტნე­ულ­ზეც ვრცელ­დე­ბა - ბოს­ტნე­ულ­ზე, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი და უამ­რა­ვი დი­ე­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია თო­დუა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლი­ა, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნიტ­რა­ტი მი­იჩ­ნე­ვა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის უსაფ­რთხოდ?

- სა­ერ­თოდ, უსაფ­რთხო დღი­ურ ნორ­მად მიჩ­ნე­უ­ლია 3,7 მგ ნიტ­რა­ტი ადა­მი­ა­ნის წო­ნის თი­თო­ე­ულ კი­ლოგ­რამ­ზე. ანუ, თუ თქვე­ნი წო­ნა 60 კი­ლოგ­რა­მი­ა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, დღე­ში 222 მგ ნიტ­რა­ტი მი­ი­ღოთ, ეს არის თქვენ­თვის ნორ­მა, მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უკ­ვე სა­ხი­ფა­თო­ა. ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ა­მოწ­მა რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის ბოს­ტნე­უ­ლი და ხი­ლი. ვა­კე­ში მდე­ბა­რე ერ­თ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში სხვა­­დას­ხვა სა­ხის ბოს­ტნე­უ­ლი და მწვა­ნი­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, შემ­დეგ ეს პრო­დუქ­ტი ანა­ლი­ზის­თვის ჩა­ვა­ბა­რეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით ნიტ­რა­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მხო­ლოდ ჭარ­ხლის ფო­თოლ­ში აღ­მოჩ­ნდა. მომ­ხმა­რებ­ლებს აქ­ვე უნ­და გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ბოს­ტნე­უ­ლის ხარ­შვი­სას ნიტ­რა­ტე­ბის 50 პრო­ცენ­ტი, ან უფ­რო მე­ტი, ნა­ხარ­შში გა­და­დის. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ხარ­შვი­სა და გა­წურ­ვის შემ­დეგ ჭარ­ხლის ფო­თო­ლი უსაფ­რთხო იქ­ნე­ბა, თუმ­ცა უმად, სა­ლა­თებ­ში, ამ ფოთ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას ნამ­დვი­ლად არ გირ­ჩევთ. ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ კი­ლოგ­რამ ბად­რი­ჯან­ში 232 მგ ნიტ­რა­ტი აღ­მოჩ­ნდა. ეს არ არის ნორ­მის გა­და­ჭარ­ბე­ბა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი 1 კგ ბად­რი­ჯანს შე­ჭამს, ან კი­დევ სხვა ტი­პის ბოს­ტნე­ულს, ის ნორ­მა­ზე მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის ნიტ­რატს მი­ი­ღებს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ყვა­ვი­ლო­ვან კომ­ბოს­ტო­ზე, სტა­ფი­ლო­ზე და სხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტზე... ასე რომ, ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რამ­დენ ბოს­ტნე­ულს მი­ირ­თმევთ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ოხ­რა­ხუშ­სა და სხვა მწვა­ნი­ლე­ულ­ში ნიტ­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მა­ღა­ლი­ა, მა­გა­ლი­თად, ოხ­რა­ხუშ­ში - 1579 მი­ლიგ­რა­მი. ასე რომ, რის­კის ქვეშ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ბოს­ტნე­ულს მი­ირ­თმე­ვენ და თა­ნაც - უმს. მათ უნ­და აირ­ჩი­ონ ისე­თი ბოს­ტნე­უ­ლი, რო­მელ­შიც ნიტ­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი­ა.

- ალ­ბათ უფ­რო მე­ტი სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს ბავ­შვებ­თან, რად­გან ბავ­შვის წო­ნა მოზ­რდილ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი­ა.

- დი­ახ, ბავ­შვის­თვის ნიტ­რა­ტე­ბის ნორ­მაც ნაკ­ლე­ბი­ა, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ, რა რა­ო­დე­ნო­ბით ბოს­ტნე­ულს იღებს მო­ზარ­დი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ბა­ნა­ნი, რო­მელ­შიც 67 მგ ნიტ­რა­ტი აღ­მოჩ­ნდა. მო­ზარ­დი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ვთქვათ, 40 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, ნიტ­რა­ტე­ბის დღი­უ­რი ნორ­მა 130 მგ-ია და თუ რამ­დე­ნი­მე ბა­ნანს შე­ჭამს, ეს უკ­ვე ნორ­მას გა­და­ა­ჭარ­ბებს. ბოს­ტნე­უ­ლი ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი­ა, რად­გან მას­ში არ არის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლა ან ცხი­მე­ბი, მაგ­რამ აქაც სა­ჭი­როა ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა და კონ­ტრო­ლი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ეხე­ბა, ვინც ხში­რად არის დი­ე­ტა­ზე და ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ცხი­მი მი­ი­ღოს და მე­ტი ბოს­ტნე­უ­ლი მი­ირ­თვას.

- რო­გორც ვი­ცი, თქვენ შერ­ჩე­ვი­თი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეთ და ეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ სრულ სუ­რათს ვერ ქმნის.

- რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი სრულ სუ­რათს ვერ იძ­ლე­ვა, რად­გან შერ­ჩე­ვით შე­მოწ­მე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ამი­ტო­მაც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ჩვენს დახ­ლებ­ზე გა­მო­ტა­ნილ პრო­დუქ­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო ამოწ­მებ­დეს. თა­ნაც, ეს უნ­და ხდე­ბო­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და მე­წარ­მემ უნ­და იცო­დეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ა­კონ­ტრო­ლონ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი მთე­ლი პრო­დუქ­ცია გა­ა­კონ­ტრო­ლოს. შე­მოწ­მე­ბის მას­შტა­ბი უნ­და იყოს გა­ცი­ლე­ბით დი­დი და ეს უნ­და გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ. უნ­და შე­მოწ­მდეს თვი­თონ წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორ მოჰ­ყავთ ეს ბოს­ტნე­უ­ლი, ან რო­გორ ხდე­ბა იქ სა­სუ­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, თო­რემ შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­მოწ­მო, ამას უზარ­მა­ზა­რი თან­ხა სჭირ­დე­ბა. რო­გორც წე­სი, მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბის პრო­ცესს ამოწ­მე­ბენ, ეს გა­ცი­ლე­ბით ია­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი გზა­ა.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა რჩე­ვა:

არ შე­ი­ძი­ნოთ ნა­ად­რე­ვად მო­წე­უ­ლი ბოს­ტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის უფ­რო მე­ტი ოდე­ნო­ბით ნიტ­რა­ტებს შე­ი­ცავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოყ­ვა­ნილ ბოს­ტნე­ულ­ში ნიტ­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მცი­რე­ა. ან უბ­რა­ლოდ, ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი ბოს­ტნე­უ­ლი ორი­ო­დე დღი­თაც რომ გა­­ა­ჩე­როთ, ნიტ­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ში­ნაც შემ­ცირ­დე­ბა.

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს