დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი

დატოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს" ეკა ამირეჯიბი

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი გარკვეული დროით პრესისთვის მიუწვდომელი გახდა, თუმცა ამჯერად დუმილი "რეიტინგთან" დაარღვია. ეკა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს დის, ლიკუნას როლს თამაშობს, ჰყავს მუსიკოსი და იმავდროულად ცოტა უცნაური ქმარი - ირაკლი ხურცილავა და შვილი ლუკა-ამადეუსი. როგორც ჩანს, სცენარისტებს წყვილის ცხოვრებაში გარკვეული სახის დაბრკოლებების შეტანა სურთ და ამის გამო ლიკუნას ამერიკაში უშვებენ, თუმცა დატოვებს თუ არა ეკა სერიალს, ამას თავად გეტყვით.

-  ეკა, მგონი ახალი სეზონი შენი მირისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. ამერიკაში ლიკუნას გაშვება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სერიალს ტოვებ და შენი გმირი გაქრება?

-  ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სცენარისტებს ძალიან ცოტა შეკითხვას ვუსვამ, ამიტომ ბევრი მეც არაფერი ვიცი. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ლიკუნა სერიალიდან არ გაქრება, ამერიკაში კი წავა, მაგრამ ბავშვსა და ქმარს საქართველოში ტოვებს და ალბათ, დაბრუნდება.... მეტი მეც არაფერი ვიცი ამის შესახებ... ჩემი აზრით, ლიკუნასა და ხურცილავას ხაზი ცოტა გაუფერულდა, ჩვენ გარშემო ბევრი წყვილია, რომელიც ჩვენი სერიალის გმირებივით ცხოვრობს, ვერ ეგუებიან ერთმანეთს, კამათობენ, მაგრამ ერთად არიან. პირადად მე ძალიან მინდოდა, რაღაც სიახლე ჩვენი პერსონაჟების ირგვლივაც მომხდარიყო, ეს წასვლა თუ რამე ახლის დასაწყისი იქნება, მოხარული ვიქნები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.

-  როგორც ვიცი, მსახიობობა ყოველთვის გინდოდა, "ჭამა და სექსი" კი იყო შენი დებიუტი ამ მხრივ... ახლა როგორ გრძნობ თავს გადასაღებ მოედანზე?

-  როდესაც დამირეკეს და მითხრეს, "ჭამა და სექსში" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებიო, გავოცდი და ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ წინადადებაზე დათანხმება. მაგრამ დღეს უკვე ვიცი, რომ "ფორმულა კრეატივი" არ გადაიღებს ისეთს არაფერს, რაშიც მე მონაწილეობა მომერიდება ან შემრცხვება. შესაბამისად, მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მსახიობობა სერიალშიც გამეგრძელებინა. საერთოდ, როდესაც საქმე სერიალს ეხება, უპირველესად საგულისხმოა გრაფიკი. ხშირად წინა ღამით ვიგებთ, რომ მეორე დილით გადაღება გვაქვს, სცენარი იწერება გზადაგზა, ნელ-ნელა ვიგებთ ჩვენი გმირების ბედს და ა.შ. ამ ტემპს ფეხს თუ ვერ აუწყობ, ამის ნაწილი ვერ გახდები. მართალია, სერიალზე მთელი გუნდი მუშაობს, მაგრამ როცა ერთი სცენის გადაღება ორ სხვადასხვა დღეს ხდება, შენც უნდა გაითვალისწინო და იზრუნო იმაზე, რომ ყველა დეტალი, თუნდაც თმა, ვარცხნილობა, ჩანთა, სამკაული ისე გქონდეს მეორე სცენაში, როგორც გქონდა წინაში, თუმცა ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეგუები, უწყობ ფეხს და ეჩვევი.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება