გიორგი ჯანელიძე - "ვიცი, რომ ვერცერთი ქართველი სოჭში მედალს ვერ აიღებს"

გიორგი ჯანელიძე - "ვიცი, რომ ვერცერთი ქართველი სოჭში მედალს ვერ აიღებს"

ტელეწამყვანი გიორგი ჯანელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვრდზე სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის თემას ეხმაურება.

"სოჭში ვარ ნამყოფი ხუთჯერ. არცერთხელ არ გამჩენია შთაბეჭდილება, რომ ეს ქალაქი ოლიმპიადას იმსახურებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ გადამწყვეტ ეტაპზე, ოთხიდან ერთერთი კონკურენტი იყო ბორჯომი (თავისი საზარელი ინფრასტრუქტურით), კიდე ერთი კორეული ქალაქი (რომლის სახელსაც ვერცერთი 2 არაკორეელი ერთნაირად ვერ წარმოთქვამს) და პუტინის სპიჩისა, არ გამკვირვებია, რომ სოჭმა მოიგო. ვიცი, რომ ვერცერთი ქართველი იქ მედალს ვერ აიღებს, მაგრამ მიუხედავად საკუთარი ურაპატიოტული ვნებებისა, მაინც ვერ ჩამოვყალიბდი, რა ჯობია, წავიდეს ჩვენი დელეგაცია თუ არა. იმედია მთავრობა უფრო არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამას არცერთი მოქალაქე არ ვინანებთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - წერს ჯანელიძე.

უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში? - ამ კითხვით "ამბები.ge"-მ მკითხველს მიმართა. გამოკითხვა 7-დან 11 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 3537-მა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო.

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს სოჭში ჩატარდება. საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 4-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა - 54,4% მიიჩნევს, რომ საქართველომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს "სოჭი 2014"-ს.

გამოკითხულთა 40.8% -ს მოსაზრება კი ემთხვევა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ქართველი სპორტსმენები უნდა წავიდნენ ოლიმპიადაზე.

გამოკითხულთა 4.7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს