"ალასანიას ლანძღავდა, მარგველაშვილს გაუჩალიჩა წაგებაო" - გოგა ხაჩიძე სამხედროების საპრეზიდენტო არჩევანზე

"ალასანიას ლანძღავდა, მარგველაშვილს გაუჩალიჩა წაგებაო" - გოგა ხაჩიძე სამხედროების საპრეზიდენტო არჩევანზე

ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე განათავსეს.

ავღანეთში სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავდაცვის უწყების ხელშეწყობით უზრუნველყო. ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების მონაწილეობას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გოგა ხაჩიძე "ფეისბუქზე" ეხმაურება.  "როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი მიყვება, ავღანეთიდან დაბრუნებული, საარჩევნო კომისიის წევრი - "ქართული ოცნებიდან", გამწარებული ლანძღავდა ალასანიას - "მარგველაშვილს მაგან გაუჩალიჩა წაგებაო", - წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს