დე­პუ­ტა­ტი ინ­ტერ­ნეტ­პრო­ვა­ი­დე­რებს ყა­ჩა­ღო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

დე­პუ­ტა­ტი ინ­ტერ­ნეტ­პრო­ვა­ი­დე­რებს ყა­ჩა­ღო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

ვინც კომ­პი­უ­ტერ­თან ხში­რად ზის, ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხმე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი" ინ­ტერ­ნე­ტი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს: ერ­თი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო საქ­მეს უამ­რა­ვი დრო, ნერ­ვე­ბი და ენერ­გია მი­აქვს და ჩვენც რა­ღა დაგ­ვრჩე­ნი­ა? - იმ დრო­ზე ვი­ოც­ნე­ბოთ, რო­ცა მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებს და­ვემ­სგავ­სე­ბით, მა­გა­ლი­თად, სამ­ხრეთ კო­რე­ას, შვე­დეთს ან და­ნი­ას.... რა­ტომ არ მოგ­ვე­წო­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი? - ამის გა­სარ­კვე­ვად პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- რა­ტომ არის ჩვენ­თან ასე­თი უხა­რის­ხო ინ­ტერ­ნე­ტი? - ამა­ზე მარ­ტი­ვად გი­პა­სუ­ხებთ - იმი­ტომ, რომ პრო­ვა­ი­დე­რე­ბი და­წე­სე­ბულ ნორ­მებს არ იცა­ვენ. სა­ერ­თოდ, 100 მე­გა­ბი­ტი არის ნორ­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე, რომ­ლის მო­წო­დე­ბაც მათ­თვის პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ოპე­რა­ტო­რე­ბი ამ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას იშ­ვი­ა­თად იცა­ვენ იმის გა­მო, რომ ცდი­ლო­ბენ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­დეთ და ერ­თი აბო­ნენ­ტის ხარ­ჯზე მე­ო­რე შე­ი­ძი­ნონ. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მე­გა­ბა­ი­ტი სულ სხვა სიჩ­ქა­რე­ა, მე­გა­ბი­ტი კი - სულ სხვა: ერ­თი მე­გა­ბა­ი­ტი უდ­რის რვა მე­გა­ბიტს. ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად მის სიჩ­ქა­რე­შიც ვერ ერ­კვე­ვი­ან, რის გა­მოც მა­თი მოტყ­უ­ე­ბა უფ­რო ად­ვი­ლი­ა.

- ესე იგი, აბო­ნენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ზე ზრუ­ნა­ვენ, ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რე­სა და ხა­რის­ხზე კი - არა?

- ა­სე­ა. მომ­ხმა­რე­ბელ­მა რომ გა­ა­სა­ჩივ­როს, ამი­სათ­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ხელთ არა აქვს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩი­ვილ­საც აზ­რი ეკარ­გე­ბა, თო­რემ ჩვენ­თან ნე­ბის­მი­ერ აბო­ნენტს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს 100-120 მე­გა­ბი­ტის სიჩ­ქა­რის ინ­ტერ­ნე­ტი, თუ შე­სა­ბა­მის თან­ხას გა­და­იხ­დის. რა­ტომ­ღაც, ამ სიჩ­ქა­რის ინ­ტერ­ნე­ტი არა­სო­დეს გვაქვს. ოპე­რა­ტო­რებს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბათ შეხ­სე­ნე­ბა, რომ ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი მო­გა­წო­დონ, და­უ­რე­კავთ თუ არა, მა­შინ­ვე გა­მო­ას­წო­რე­ბენ, მაგ­რამ ერ­თი­-ო­რი სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რე ისევ იკ­ლებს. წე­სით, კომ­პა­ნი­ებ­მა მე­ტი კა­პი­ტა­ლი უნ­და და­ხარ­ჯონ, რომ გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს და ინ­ტერ­ნე­ტის ნორ­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე უზ­რუნ­ველ­ყონ, მაგ­რამ ისი­ნი ამას არ აკე­თე­ბენ. სხვა­თა შო­რის, იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა მო­ბი­ლურ ოპე­რა­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც არა­ნაკ­ლებ უხა­რის­ხო მომ­სა­ხუ­რე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ. ტე­ლე­ფო­ნი ზოგ­ჯერ ითი­შე­ბა, ხმა ნორ­მა­ლუ­რად არ ის­მის, ზო­გი­ერთ ად­გილ­ზე კი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ის­მის. მი­ზე­ზი ის არის, რომ ოპე­რა­ტო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით მე­ტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ. ჩვენ კი ვყი­დუ­ლობთ ერთ პა­კეტს და ვი­ღებთ სულ სხვას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვა­ფორ­მებთ 100-120 მე­გა­ბიტ­ზე, მაგ­რამ ვღე­ბუ­ლობთ 40-50 მე­გა­ბიტს. რო­გორც გითხ­ა­რით, კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ რაც შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ფუ­ლით მე­ტი მო­გე­ბა მი­ი­ღონ. მე პი­რა­დად, ყო­ველ­თვის 100-მე­გა­ბი­ტი­ან პა­კეტს ვი­ძენ, მაგ­რამ არა­სო­დეს მაქვს იმ ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი, რო­მე­ლიც უნ­და მქონ­დეს. ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რით კმა­ყო­ფი­ლი არც ად­რე ვყო­ფილ­ვარ და არც ახ­ლა ვარ.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ეს მოვ­ლე­ნა?

- პირ­და­პირ გეტყ­ვით: ეს არის ყა­ჩა­ღო­ბა, ძარ­ცვა და სხვი­სი ჯი­ბი­დან ფუ­ლის ამო­ღე­ბა. რა­ტომ­ღაც არა­ვინ აკე­თებს მო­ნი­ტო­რინგს, არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა ხდე­ბა ამ სფე­რო­ში, რა ხა­რის­ხის ინ­ტერ­ნე­ტი მი­ე­წო­დე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს. რა­ტომ ხდე­ბა, რომ პრო­ვა­ი­დე­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც აქვთ, ფუ­ლიც შეს­დით, მაგ­რამ ხალ­ხის ხარ­ჯზე მა­ინც ეკო­ნო­მი­ას აკე­თე­ბენ? თუ 120-მე­გა­ბი­ტი­ან პა­კეტ­ში იღებ 40 მე­გა­ბიტს, ესე იგი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­ჯერ მეტ ფულს გარ­თმე­ვენ. რას და­არ­ქმევ­დით თქვენ ამას?

P.S. გთა­ვა­ზობთ იმ ათი ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი მი­ე­წო­დე­ბა: სამ­ხრე­თი კო­რეა - 14,2 მგბ/წმ; ია­პო­ნია - 11,7 მგბ/წმ; ჰონ­კონ­გი - 10,9 მგბ/წმ; შვე­ი­ცა­რია - 10,1 მგბ/წმ; ლატ­ვია - 9,8 მგბ/წმ; ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა - 9,6 მგბ/წმ; შვე­დე­თი - 8,9 მგბ/წმ; აშშ - 8,6 მგბ/წმ; და­ნია - 8,2 მგბ/წმ; შე­და­რე­ბის­თვის: სა­ქარ­თვე­ლო - 2,7 მგბ/წმ

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა