ტაბლიოდებმა პრინცი ჰარის საცოლის სკანდალური წარსული ამოქექეს

ტაბლიოდებმა პრინცი ჰარის საცოლის სკანდალური წარსული ამოქექეს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 29 წლის უელსის პრინცი ჰარი 24 წლის კრესიდა ბონასისთვის ხელის თხოვნას აპირებს, ბრიტანულმა მედიამ გოგონას წარსულიდან არასასიამოვნო ფაქტები ამოქექა.

2009 წელს ბონასი ახალგაზრდულ სერიალ Trinity-ში მონაწილეობდა, რომელშიც სტუდენტური ცხოვრებაზე იყო მოთხრობილი. სერიალში ტახტის მემკვიდრის შეყვარებულს სუპერმენის მოტკეცილი კოსტუმი სცვია.

ერთ-ერთ სცენაში გოგონა წყლის პისტოლეტით შეიარაღებული უნივერსიტეტის დემონსტრაციაში მონაწილეობს. სხვა სცენაში კი დაქალებს სტუდენტთა საბჭოს არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ თანაკურსელებთან სექსს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ბონასი ეკრანზე მხოლოდ 2 წუთი ჩანს. პირველივე სერიის შემდეგ კი სერიალის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პრინცმა ჰარიმ კრესიდას ხელი მომავალ წელს უნდა სთხოვოს. მან იგი აფრიკაში რომანტიულ მოგზაურობაში წაიყვანა. ასევე მოიქცა მისი ძმა უილიამი კეიტ მიდლტონთან ნიშნობამდე.

მომზადებულია The Daily Express-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს