ცეზარ ჩოჩელი თანაინვესტირების ფონდთან ითანამშრომლებს

ცეზარ ჩოჩელი თანაინვესტირების ფონდთან ითანამშრომლებს

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი თანაინვესტირების ფონდთან ითანამშრომლებს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი 4 ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. მათ შორის კვების მრეწველობისა და სამშენებლო მიმართულებით, ასევე ტარის წარმოება.

"საკმაოდ დიდ საინვესტიციო პორტფელზეა საუბარი. პრობლემების ფონზე ეს პროექტები შეფერხდა. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივ საინვესტიციო ფონდებთან და კომპანიებთან, ასევე უცხოურებთან", - აცხადებს ჩოჩელი.

ჩოჩელის განცხადებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, მისი ჯგუფი დარჩება საქართველოში უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფად. ჩოჩელი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წაყენებული რამდენიმე ბრალდების გამო შეფერხდა, როგორც არსებული საწარმოების განვითარება, ასევე ახალი მიმართულებების ათვისება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა.

"მძიმე პირობებია მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, უახლოეს მომავალში მაინც დავიწყებთ 4 ახალი წარმოების მშენებლობას. როგორც კი მოგვარდება ჯგუფთან დაკავშირებული პრობლემები, ეს საკითხები უფრო წარმატებით და სწრაფ ტემპში განვითარდება"-, აცხადებს ჩოჩელი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ