ჟერარ დეპარდიე საქართველოში დაკავებას გადაურჩა

ჟერარ დეპარდიე საქართველოში დაკავებას გადაურჩა

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე 21 ოქტომბერს თბილისში გავლით იმყოფებოდა. დეპარდიეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონა არ დაუტოვებია, აეროპორტში 20 წუთი გაატარა და შემდეგ ბაქოში გაფრინდა.

ცნობილ მსახიობს სატრანზიტო ზონა რომ დაეტოვებინა, იგი შესაძლოა ქართველ პოლიციელებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევის გამო დაეკავებინათ, რადგან წელს ზაფხულში მსახიობი საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით სოხუმში იმყოფებოდა.

ინტერნეტში ფაქტის ამსახველი ფოტოც გავრცელდა, რომელზეც ცნობილი მსახიობი თბილისის აეროპორტის თანამშრომლებთან ერთადაა გადაღებული.

ცნობილმა მსახიობმა გასული წლის ბოლოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ქვეყნის ახალი მთავრობის ფინანსური პოლიტიკის გამო თქვა. 3 იანვარს კი რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება