მაკა შალიკაშვილი დათვმა დატორა

მაკა შალიკაშვილი დათვმა დატორა

თავიდან ხუმრობაც კი გვეგონა, როდესაც გავიგეთ, რომ მსახიობი მაკა შალიკაშვილი დათვმა დატორა, მაგრამ როდესაც ინფორმაცია თავად მაკასთან გადავამოწმეთ, სამწუხაროდ, ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა. მსახიობმა დაგვიდასტურა, რომ ფილმის გადაღებისას დათვმა დააზიანა...…

- უკრაინაში ფილმის "ურსუსი" გადაღებაზე ვიყავი, 18 ოქტომბერს გადასაღებ მოედანზე დათვმა ბრჭყალი წვივზე ჩამასო და კბილები - ბარძაყზე...

- აცრა არ ჩაგიტარდა? რა გითხრეს?

- დათვი აცრილია და არ გჭირდებაო... მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა ავიცრა...

- მეორე დღეს როგორ გრძნობდი თავს?

- მეორე დღეს ისევ გადაღება მქონდა. ვმუშაობდი, მაგრამ ნაკბენი ძალიან მტკიოდა... მერე გადაღება რომ დამთავრდა, საქართველოში დავბრუნდი.

- ახლა როგორ ხარ?

- ახლა სიცხე მაქვს, ალბათ გავცივდი კიდეც... სიცხე რომ მომცა და ცუდად ვიყავი, მეშინოდა, ნაკბენის ბრალი ხომ არ არის-მეთქი. ყველაფერს იმას ვუკავშირებ. გუშინ რაბიოლოგს ველაპარაკე და ვკითხე, - შეიძლება რომ ცოფი მქონდეს-მეთქი? ვერ გეტყვი, მაგრამ აცრა უნდა გაკეთდესო... კითხვა ისევ გავუმეორე: - ცოფი მაქვს-მეთქი? შეიძლება გაქვს, შეიძლება -არაო, - ასე მიპასუხა და კინაღამ გავგიჟდი...

- ცოფს საშინელი სიმპტომები აქვს. ირითადად, როგორც ვიცი, ნერვულ სიტემაზე მოქმედებს...

- ნერვიული სისტემაც გაღიზიანებული მაქვს...

- ჰო, მაგას ექიმები გაარკვევენ... მოკლედ, ამიერიდან დათვთან მებრძოლი მაკა შალიკაშვილი ხარ...

- ჰო, რა ვიცი... არადა, იმ დათვთან სურათებს იღებდნენ, ახლოს მიდიოდნენ. არავის ერჩოდა... ჩემ შემთხვევაში რა დაემართა, არ ვიცი... სცენარის მიხედვით ისეა, რომ ბოლოს მას ვკლავ და ეტყობა, ეს იგრძნო და თავისებურად გაილაშქრა. მანამდე ხომ ვამბობ, არავის ერჩოდა. ისე, იმ ფილმში მთავარ როლში დათვია და "ურსუსი" ჰქვია და სურათსაც ამიტომ დაარქვეს ასე.

- ისე, გამოგიტყდები და თავიდან ეს ყველაფერი ხუმრობაც კი გვეგონა...

- არა, რა ხუმრობა. ერთი შეხედვით, ალბათ სასაცილოა, მაგრამ მეორე მხრივ... ახლა მივდივარ ვაქცინაციის ცენტრში, რომ ავიცრა... ისეთი განცდები მქონდა და ისე ვნერვიულობდი, მეგონა, უკვე გავცოფდი-მეთქი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება