ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი

ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი

ავტომობილის გამოჩენის დღიდან, ადამიანი გამუდმებით მისი შიდაწვის ძრავის გაბარიტების შემცირებას და ამავდროულად მისი სიმძლავრის გაზრდას ცდილობს. თუმცა თხევადი საწვავის ღირებულების ზრდა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, ავტომრეწველობის გიგანტებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.

ბოლო დროს საავტომობილო გზებზე ჰიბრიდული ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ხილვა სულ უფრო ხშრად შეიძლება. ეფექტურობის მიუხედავად, მათაც საკუთარი მინუსები აქვთ, რაც პირველ რიგში მოძრაობის შეზღუდული მანძილით და თავად ავტომობილის მეტისმეტად დიდი ღირებულებით არის განაპირობებული.

მომავლის ავტომობილებისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროს სახით კომპაქტური ატომური რეაქტორის გამოყენების შესაძლებლობა დღეს სრული სერიოზულობით განიხილება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ადამიანს ბირთვულ სათბობზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება - ავიამზიდები, წყალქვეშა ნავები, ყინულმჭრელები. სათბობის გამოუცვლელად მათი რეაქტორები ათწლეულები მუშაობენ.

სამოქალაქო ავტომობილებისთვის განკუთვნილი კომპაქტური რეაქტორის შექმნა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული და პირველ რიგში, საქმე უსაფრთხოებას ეხება. ამერიკულ კომპანია Laser Power Systems-ს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი სპეციალისტები რადიოაქტიული თორიუმისგან მიღებული სითბოს ელექტროენერგიაში გარდაქმნის სისტემაზე და ამ სისტემის ავტომრეწველობაში დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ.

კომპანიის პრეზიდენტის, ჩარლს სტივენსონის განმარტებით, 8 გრამ თორიუმში არსებული ენერგია ავტომობილის მოსამარაგებლად მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განამვლობაში სავსებით საკმარისია.

რადიაქტიულ თორიუმზე მომუშავე ავტომობილის კონცეპტუალური პროექტი Cadillac World Thorium Fuel Concept პირველად 2009-ში წარმოადგინეს. თუმცა მას შემდეგ ამ საქმეში რაიმე განსაკუთრებული სიახლეები არ შეინიშნება. "ატომური" ავტომობილის შექმნის სიამოვნება მრავალი ტექნიკური საკითხის გადაჭრას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ენერგეტიკული მახასიათებლების მიუხედავად, სამრეწველო მიზნებში თორიუმს პრაქტიკულად არ მოიხმარენ. ამის მთავარი მიზეზი მისი მცირე გავრცელებაა. ქიმიური ელემენტი მხოლოდ აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდოეთში მოიპოვება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

"უცხო ადამიანები თვალს აყოლებენ, რაზეც ღიმილით ამბობს, ერთი შემოხედვა 100 ლარი" - 13 წლის ბიჭს იშვიათი დაავადება სტანჯავს, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ