რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს

რადოსლავ სიკორსკი - საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს

საქართველოში საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერ სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იმყოფებოდა ადამიანის გვერდით, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს ნებაყოფლობით ტოვებს და რაც უპრეცედენტო ფაქტია.

რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება.

"არჩევნების შემდეგ შეიცვლებიან არა მხოლოდ პიროვნებები, არამედ კონსტიტუციაც და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. აუცილებელია, საქართველოს საზოგადიება გახდეს ევროპული. გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პროცესის ნაწილია", - აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავარი ტესტი ნებისმიერ ქვეყანაში არის ის, როგორ ხდება ხელისუფლების გადაცემა და მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრინციპი მომავალშიც გაგრძელდეს.

"დარწმუნებული ვარ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და მომავალ წელს ამ ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჭეშმარიტად ხდებით ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა. ეს არის დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, მომავალ წელს საქართველოს მივესალმებით, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს. საქართველოს ევროპასთან დაახლოოება არის საუკეთესო გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რასაც პრინციპულად უჭერენ მხარს პოლონეთი და ევროკავშირი", - აღნიშნა სიკორსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა