რატომ არ მიეხმარა ქართლოს ნატროშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს გადაბარგებისას

რატომ არ მიეხმარა ქართლოს ნატროშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს გადაბარგებისას

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს დიდი დიღმის რეზიდენციიდან გადაბარგებისას პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი ეხამარებოდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ცხადია, ქართლოსს დავუკავშირდით.

- (ყურმილის იღებს და პრეზიდენტის ხმით ამბობს) მოგესალმებით!

- როგორ ხარ, ქართლოს

- როგორ უნდა ვიყო, 4 დღე დამრჩა...

- 4 დღის მერე რას გააკეთებ?

- რასაც აქამდე ვაკეთებდი, ისევ იმას...

- ანუ პრეზიდენტის პაროდიას?

- სანამ მიშა აქტუალური იქნება, მის პაროდიას გავაკეთებ.

- ქართლოს, "ფეისბუქზე" მთავრ ფოტოდ დაყენებული გაქვს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გადაღებული სურათი, რომელზეც თქვეს, ეს ფოტო გუშინ გადაიღოო, რადგანაც პრეზიდენტს დიდი დიღმის რეზიდენციიდან ზანდუკელის ქუჩაზე გადაბარგებაში ეხმარებოდაო...

- ჭორია, იქ მე არ ვყოფილვარ... რეალურად, მაგ ფოტოზე მე და პრეზიდენტი "ნანუკას შოუს" გადაღებისას დაგვაფიქსირეს... ბოლოს მიხეილ სააკაშვილი 18 თუ 19 სეტემბერს, კახეთში, რთველში ვნახე... ისე, გუშინ მისი გადაბარგების კადრები რომ ვნახე, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ამბავი რომ მცოდნოდა, მივიდოდი და სიამოვნებით დავეხმარებოდი-მეთქი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება