გორბაჩოვმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო

გორბაჩოვმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო

სსრკ-ს ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის მიხაილ გორბაჩოვს საკუთარი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა წელს მესამედ მოუხდა.

საბჭოთა ლიდერი, რომელიც ამჟამად მიუნხენში დიაბეტზე მკურნალობს, "სამწუხარო ამბავს" იუმორით შეხვდა და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შესახებ ჭორებისგან ვერ "განიკურნა". "ეს უკვე ნორმაა",- უთხრა გორბაჩოვმა ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტს.

"აი, ამჟამად ღამის მიუნხენს მივუყვები. უბრალოდ, ვსეირნობთ კბილებამდე შეიარაღებულნი",- იხუმრა გორბაჩოვმა.

გორბაჩოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "Аргументы и факты"-ის მიკრობლოგ Twitter-ში გაჩნდა, მაგრამ ამჟამად იგი წაშლილია. გამოცემის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათი გვერდი გატეხეს.

წელს პირველად გორბაჩოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია Twitter-ში 22 მაისს გავრცელდა.  

"არ მიაქციო ყურადღება! დიდი ხანია მასაფლავებენ, მაგრამ ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ",- უთხრა მაშინ ИТАР-ТАСС-ის კორესპონდენტს გორბაჩოვმა.

7 აგვისტოს საბჭოთა ლიდერს მისი სიკვდილის შესახებ ამბის უარყოფა კიდევ მოუწია. "ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. როგორც იტყვიან, საკმარისია გორბაჩოვის გათელვა",- აღნიშნა სსრკ-ს პირველმა პრეზიდენტმა. მან ასევე დასძინა, რომ კარგ ხასიათზეა, მიუხედავად იმისა, რომ მის გარდაცვალებაზე ჭორები დადის.  

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა