ქუთაისის ოპერის თეატრი ინგრევა

ქუთაისის ოპერის თეატრი ინგრევა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლის რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონამდე ლარი გამოიყო, დღეს კედლები იშლება, შპალერი ჩამოხეულია და წვიმის დროს ფანჯრებიდან წყალი შედის. თეატრის დირექტორის, ხატია ვედმედევას განცხადებით, იგი აპირებს ს/ს "დაგს", რომელმაც თეატში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, სასამართლოში უჩივლოს.

"დაგ"-მა ზერელედ შეასრულა სამუშაოები. წესრიგში არ არის კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა. არ არსებობს გამწოვები და საშინელი სუნი დგას შენობაში. არ არის ნორმალური აკუსტიკა, აყრილია ლამინატი. თეატრს არ გააჩნია საგრიმიორო და სასაწყობე ოთახი და არ არის გათვალისწინებული საჭირო რაოდენობის საგარდერობო საკიდები", - განაცხადა ხატია ვედმედევამ.

ოპერის თეატრის მშენებლობა, "დაგმა" ორი წლის წინ, ტენდერის საფუძველზე დაიწყო, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 627 324.5 ლარი იყო გამოყოფილი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა