"თუ რა­ულ იუ­სუ­პო­ვი არ მი­ვი­დო­და, ჟვა­ნი­ას შვი­ლო­ბილს მოკ­ლავ­დნენ"

"თუ რა­ულ იუ­სუ­პო­ვი არ მი­ვი­დო­და, ჟვა­ნი­ას შვი­ლო­ბილს მოკ­ლავ­დნენ"

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარდაცვალების ბუ­რუ­სით მო­ცულ საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა და პრო­კუ­რა­ტუ­რა ახალ ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა ახალ­გა­მო­ჩე­ნი­ლი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს ეყ­რდნო­ბა. თუ საქ­მე გა­იხ­სნა და და­დას­ტურ­და ვერ­სი­ა, რომ ეს მკვლელობა იყო და არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, ალ­ბათ, ის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში შე­ვა რო­გორც "სა­უ­კუ­ნის მკვლე­ლო­ბა".

გოგ­ლა ჟვა­ნი­ა (­დე­პუ­ტა­ტი, ზუ­რაბ ჟვა­ნია ძმა):

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზუ­რას საქ­მე 2-3 თვე­ში გა­იხ­სნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ ჩე­მი ძმა მოკ­ლეს. საქ­მე­ში არის ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვის უც­ნო­ბი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სჰუ­მა­ცი­ას, ნე­ბის­მი­ერ პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მხარს და­ვუ­ჭერთ.

- სარ­წმუ­ნოდ გეჩ­ვე­ნე­ბათ მო­ქა­ლა­ქე ნა­თე­ლა მო­დე­ბა­ძის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ და­ი­ნა­ხა, ყუ­თით რა­ღაც შე­ი­ტა­ნეს იმ ბი­ნა­ში, სა­დაც პრე­მი­ე­რი­სა და რა­ულ იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს?

- გვა­მი რომ ბი­ნა­ში შემ­დგომ მი­ი­ტა­ნეს, ამას ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვაცხ­ა­დებ­დით.

- ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ ზუ­რას კე­ფა­ზე ნა­ნა­ხი ჭრი­ლო­ბა ახ­სე­ნა. თქვენც და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ცხე­და­რი და სა­ეჭ­ვო რამ თუ შე­ამ­ჩნი­ეთ?

- ჭრი­ლო­ბა ჩვენც ვნა­ხეთ, რაც იმით ახ­სნეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის­თვის იყო აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი. იმე­დი მაქვს, 2-3 თვე­ში დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებთ. მჯე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ FBI-ს დას­კვნა "გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის" გა­მო არ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

- პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. ეს იყო ის ვერ­სი­ა, რო­მე­ლიც მათ შე­თითხ­ნეს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ავ­რცე­ლებ­დნენ. ამა­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. მათ ამ ბინ­ძუ­რი ვერ­სი­ის შე­თითხ­ნის­თვი­საც მო­ეთხ­ო­ვე­ბათ პა­სუ­ხი და კი­დევ რა­ზე მო­ეთხ­ო­ვე­ბათ, ეს საქ­მის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოჩ­ნდე­ბა. ბი­ნა­ში არ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე კვა­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან გვა­მე­ბი იქ მი­ტა­ნი­ლი­ა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ფო­რ­მე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის, ადე­იშ­ვი­ლის, მე­რა­ბიშ­ვი­ლისა და ბა­რა­მი­ძის მი­ერ. FBI-ს დას­კვნა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა რა­ტომ­ღაც ახ­სე­ნა და თა­ვის სა­სარ­გებ­ლო არ­გუ­მენ­ტა­ცი­ად უნ­დო­და მო­ეყ­ვა­ნა, რე­ა­ლუ­რად, არის ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი იმი­სა, რა­ტო­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს საქ­მის ბო­ლომ­დე გა­ყალ­ბე­ბა და და­ხურ­ვა. მათ საქ­მე უბ­რა­ლოდ შე­მო­დეს თა­რო­ზე იმი­ტომ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით იყო სავ­სე.

ია­შარ იუ­სუპო­ვი, გარ­დაც­ვლი­ლი რა­ულ იუ­სუ­პო­ვის მა­მა:

- რა­უ­ლი სცე­ნა­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. ის თუ არ იქ­ნე­ბო­და, ჟვა­ნი­ას სხვას მი­აკ­ლავ­დნენ. რა­უ­ლი იმი­ტომ შე­არ­ჩი­ეს, რომ ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რებ­თან ახ­ლოს იყო და ად­ვი­ლად მოტყ­უვ­და. ჩე­მი ვა­ჟი ახ­ლობ­ლობ­და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას­თან, რო­მე­ლიც იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს ახ­ლდა პრე­მი­ერს, ასე­ვე, დაც­ვის უფ­როს ხარ­ში­ლა­ძეს­თან. მათ რა­ულს ბევ­რჯერ და­უ­რე­კეს და თუ არ მი­ვი­დო­და, მა­შინ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლო­ბილს (გვა­რი არ მახ­სოვს) მი­იყ­ვან­დნენ და იმას მოკ­ლავ­დნენ. რა­უ­ლის შარ­ვა­ლი ტა­ლა­ხი­ა­ნი იყო, ისე­თი დას­ვრი­ლი ტან­საც­მლით ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში ვერ ივ­ლი­და. ვი­ცით, რომ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა რა­უ­ლის მხო­ლოდ ცა­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში გა­იგ­ზავ­ნა და ერ­თი კვი­რის წინ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ყუ­თი რომ გახ­სნეს, სა­ოც­რე­ბა ის იყო, რომ აღ­მოჩ­ნდა ორი ფეხ­საც­მე­ლი. აქე­დან ერ­თი მე­ო­რეს­თან შე­და­რე­ბით მოკ­ლე­ა, თუმ­ცა ორი­ვეს 42 ზო­მა აწე­რი­ა. მე­ო­რეც, ერ­თი ფეხ­საც­მლის ქუს­ლი მე­ტად გაც­ვე­თი­ლი­ა, ძა­ლი­ა­ნაა დას­ვრი­ლი, მე­ო­რის ძი­რი კი სუფ­თა­ა. გა­მო­დის, რა­უ­ლი ცა­ლი ფე­ხით და­დი­ო­და?.. რო­გორც ჩანს, რა­ულ­ზე ძა­ლა­დობ­დნენ, ამი­ტო­მაც და­ი­კარ­გა მი­სი ფეხ­საც­მე­ლი და ამი­ტომ და­ის­ვა­რა შარ­ვა­ლიც. ერთ რა­მე­საც გეტყ­ვით - რა­უ­ლის "მერ­სე­დესს" წინ ნი­შა­ნი ჰქონ­და მოწყ­ვე­ტი­ლი, ალ­ბათ გა­წევ­-გა­მო­წე­ვა­ში მოსძ­ვრა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჟვა­ნი­ას მო­ბი­ლურ­ში ბო­ლო ზა­რი ადე­იშ­ვი­ლის­გან იყო შე­სუ­ლი.

- მარ­ტო ზა­რი კი არა, ადე­იშ­ვილ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა ზუ­რაბ ჟვა­ნია სახ­ლი­დან.

- პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, საქ­მე­ში ბევ­რი ახა­ლი მოწ­მე გამოჩ­ნდა, ვინ არი­ან ისი­ნი?

- ჩვენ ამ მოწ­მე­ებ­ზე ჯერ ვერ ვსა­უბ­რობთ, არც არის სა­ჭი­რო გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­მო­ძი­ე­ბამ დი­დი ხვეწ­ნით და­ი­თან­ხმა ისი­ნი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, აქამ­დე უარს ამ­ბობ­დნენ, ეში­ნო­დათ. ბევ­რი დე­ტა­ლი და ფაქ­ტი­ა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ეს იყო მკვლე­ლო­ბა და არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ