რამაზ კადიევი: "ჩემი ძმისგან ითხოვდნენ, სააკაშვილზე ჩვენება მიეცა"

რამაზ კადიევი: "ჩემი ძმისგან ითხოვდნენ, სააკაშვილზე ჩვენება მიეცა"

შს სამინისტროს მიერ ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მიკაილ კადიევის ძმამ, რამაზ კადიევმა პრესკონფერენცია გამართა და თავისი ძმის საქმეში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები დაკავებულებისგან ითხოვდნენ, რომ ჩვენება პრეზიდენტ სააკაშვილზე მიეცათ.

"ჩემს ძმას და მასთან ერთად დაკავებულ რიზვან ომაროვს ეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილზე ჩვენება მიეცათ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ პრეზიდენტთან", - განაცხადა რამაზ კადიევმა.

პრესკონფერენციაზე, დაკავებულის ძმამ იმ გარემოებებზეც ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ამტკიცებს, რომ მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის დანაშაული არ ჩაუდენიათ. "ვიდეოში ჩანს, რომ როცა იარაღი და დეტონატორები ვითომ ამოიღეს, არცერთ პოლიციელს ხელთათმანი არ ეცვა. შიშველი ხელებით ამოიღეს. გამოძიებას არ გამოუკვლევია, იყო თუ არა იარაღზე ან სხვა კანონსაწინააღმდეგო საგანზე ჩემი ძმის ან რიზვან ომაროვის ხელის ანაბეჭდები", - განაცხადა რამაზ კადიევმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა