მაკა ასათიანი "მაესტროს" არტდირექტორი გახდა

მაკა ასათიანი "მაესტროს" არტდირექტორი გახდა

მაკა ასათიანი ტელეკომპანია "მაესტროს" არტდირექტორი გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ განუცხადა, მაკა ასათიანი არხის ვიზუალურ მხარეზე იზრუნებს.

გარდა ამისა, მაკა ასათიანის პრეროგატივა იქნება, გადაცემების, წამყვანებისა და სტუდიების იერსახეზე ზრუნვა.

მაკა ასათიანი იმ გადაცემების პროდუსერებსაც უხელმძღვანელებს, რომელთა ფორმატი გასართობი ჟანრის იქნება. მაკა ასათიანის პროექტია "1 წუთი".

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ღლონტმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა, ბაია გადაბაძე აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები