ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი დაშორდნენ

ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი დაშორდნენ

მსახიობი ორლანდო ბლუმი და სუპერმოდელი მირანდა კერი 6-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

"დღეს მირანდამ აღიარა, რომ რამდენიმე დღეა დაშორებულები არიან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისევ ერთად ცხოვრობდნენ და მალე სასამართლოში ოფიციალურად განქორწინდებიან", - წერს სანდო წყაროზე დაყრდნობით JustJared.com.

ორლანდოს მეგობრის თქმით, ის და მირანდა დაშორების მიუხედავად, ერთმანეთს პატივს სცემენ და შვილის გამო მეგობრებად დარჩებიან. შეგახსენებთ, წყვილმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წლის ივლისში დაქორწინდა. 2011 წელს პირველი შვილი ფლინი შეეძინათ. პაპარაცებმა ისინი ერთად 7 ოქტომბერს, ნიუ-იორკში ნახეს.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება