"ნაციონალური მოძრაობის" "ქელეხი" ბათუმში (+ფოტორეპორტაჟი)

"ნაციონალური მოძრაობის" "ქელეხი" ბათუმში (+ფოტორეპორტაჟი)

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, აქცია  - "ნაციონალური მოძრაობის ქელეხი" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი გადაკეტეს , პარტიის ოფისთან კუბო და ცოცხები მიიტანეს, სუფრა გაშალეს და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დასრულების აღსანიშნავად სადღეგრძელოები წარმოთქვეს. კუბოზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის და აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის ფოტოები დაალაგეს.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა აქციაზე მუსიკის თანხლებით აჭარული ცეკვა შეასრულეს.

აქციას სამართალდამცველები ადევნებდნენ თვალს.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია