ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა

ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა

"ახალი ხმის" წამყვანს ანნა იმედაშვილსა და პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერს დათო იმედაშვილს შვიდწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. ახლახან შეეძინათ პატარა, პეტრე, რომელიც მხოლოდ სამი თვის გახლავთ. წყვილი მცირე ხანია, საცხოვრებლად კერძო ორსართულიან, ძალიან ლამაზ სახლში გადავიდა, რომლის მოვლას ანნა ვეღარ აუდის, თუმცა კვირაში რამდენჯერმე ქალი ეხმარება. ძიძა არ ჰყავს და ბავშვს თავად უვლის, ძალიან სიამოვნებს დედობის სიტკბოების შეგრძნება და თუკი ბავშვი დასატოვებელია, მაშინ ან დედას მიმართავს თხოვნით, ან - დედამთილს.

ვინაიდან "ახალი ხმის" ჩაწერები დასრულებულია, ახლა ანნაც და დიმა ტატიშვილიც, ანუ მისი თანამეწყვილე, ლაივშოუების დაწყებას ელოდებიან. ანნას სახლში ვესტუმრეთ და ოჯახურ და საქმიან ამბებზე დავუსვით შეკითხვები.

- მე შენ მახსოვხარ ადრე, როგორც რადიოწამყვანი. ტელეწამყვანობას როგორ შეეგუე?

- ამ ორ რამეს ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან განსხვავებული სპეციფიკაა რადიოში, სადაც ბევრად ინტიმური გარე-მოა და წამყვანის მხოლოდ ხმა ისმის. რადიოში გარკვეული თვალსაზრისით უფრო კომფორტულად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, მაკიაჟი გაქვს თუ არა, ტელევიზიაში კი სულ ფორმაში უნდა იყო, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვიზუალს და ზოგჯერ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ამბობ. ტელევიზიაში "ახალი ხმის" წამყვანად უცაბედად მოვხვდი და არ მიფიქრია ამ ორი რამის შეთანხმებაზე, თუმცა ტელეწამყვანობა მოვირგე. ძალიან მომენატრა იმიტომ, რომ ბავშვების "ახალი ხმა" ფეხმძიმობის გამო ვერ წავიყვანე.

- შემდეგ გადაცემის ჩანაწერს თუ უყურებ ხოლმე?

- ყოველთვის ვუყურებ და მაინტერესებს, როგორ გამოვედი, რა ვთქვი. ამ სეზონზე ჯერ მხოლოდ ჩანაწერები გავიდა ეთერში და ვნახე. როგორც სხვებიც მეუბნებიან და აღმასრულებელი პროდიუსერიც (იღიმის), ახლა ბევრად თავისუფალი ვარ. "ბრმა კასტინგების" ჩაწერა ძალიან აზარტულია. თანაც, იმდენად მონატრებული მქონდა ეს საქმე, რომ აღტკინებული ვიყავი. ბევრი ემოცია გამოვხატე, რაც, ვფიქრობ, გადაცემას მოუხდა, თუმცა მონტაჟის დროს ვთხოვდი, რაც ზედმეტია, ამოიღეთ-მეთქი.

- ანუ მეუღლის წყალობით, გარკვეული "ბლატები" გაქვს?

- (იცინის) არა, პირიქით, რადგან დათოს ცოლი ვარ, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ვიჩაგრები. ასე რომ, "ბლატები" არ მაქვს. რამდენად გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, ეს სხვა საქმეა (იცინის). იმის გამო, რომ ჩემი ქმარი ამ პროექტის აღმასრულებელი დირექტორია, ყველაზე ადრე უნდა მივიდე სამსახურში, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდე, არ დავიმსახურო შენიშვნები და ა.შ. მე და დათოს სამსახურში ურთიერთობა მხოლოდ ჩაწერებზე გვიწევს, ისიც, მცირე დროით. ძირითადად, სცენარისტსა და რეჟისორთან ვკონტაქტობ.

- თუ ნახულობ კომენტარებს, რაც შენთან დაკავშირებით იწერება ინტერნეტსივრცეში და კრიტიკას როგორ იღებ?

- დღეს ყველანაირი ინფორმაცია მისაწვდომია და მეც ვცდილობ, რომ გავეცნო კომენტარებს. "ახალი ხმის" ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდზე ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება და შეძლებისდაგვარად ვკითხულობ. თუკი კრიტიკა ჯანსაღია და არა სუბიექტური, ვცდილობ გათვალისწინებას, უფრო მეტად გარეგნობაზე საუბრობენ ხოლმე, მაგრამ წელს ბევრი დადებითი კომენტარი წავიკითხე.

- დიმა ტატიშვილს როგორ შეეწყვე?

- ვამბობ, დიმიტრებში მიმართლებს-მეთქი (იღიმის). დიმა ისეთი ადამიანია, რომ მასზე მხოლოდ დადებით გამოხმაურებებს ვისმენ. აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, ჩაწერებზე ბევრი ვიხალისეთ და ამ დღეებმა ხუმრობა-ხუმრობაში გაიარა. დიმა ჩემზე ბევრად უფროსია და გამოცდილებაც მეტი აქვს, მეუბნება ხოლმე, წამყვანობის გამოცდილება არ მაქვს და შენგან უფრო ვსწავლობო, მაგრამ მე არ ვეთანხმები. დიმას მაგივრად უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ასე თავდაჯერე-ბულად თავს ვერ ვიგრძნობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება