ავღანეთში საარჩევნო უბან "ერედვზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ავღანეთში საარჩევნო უბან "ერედვზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ავღანეთში საარჩევნო უბან "ერედვზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ უბანზე ბაქრაძემ 318 ხმა მოიპოვა, გიორგი მარგველაშვილმა - 285, შალვა ნათელაშვილმა - 25, ნინო ბურჯანაძემ - 14, დანარჩენმა კანდიდატებმა კიდევ უფრო ნაკლები ხმები მიიღეს.

ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას განაგრძობს. კომისიამ უნდა დათვალოს ავღანეთის საარჩევნო უბან "ლეზერნეკზე" ჩატარებული კენჭისყრის შედეგები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა