ხელების დაბანა თავდაჯერებულობას მატებს

ხელების დაბანა თავდაჯერებულობას მატებს

ხელების დაბანა გვეხმარება, გავუმკლავდეთ ეჭვებს - ამის შესახებ კიოლნის უნივერსიტეტის სპეციალისტები წერენ. ჩატარებული კვლევა ჟურნალ Social Psychological and Personality Science-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 98 ადამიანი მონაწილეობდა, ისინი ჯგუფებად გაანაწილეს. ორ ჯგუფს სპეციალურად შერჩეულ  დავალებას აძლევდნენ, რომელსაც ვერც ერთი მონაწილე ვერ უმკლავდებოდა. ამის შემდეგ აფასებდნენ მოხალისეთა განწყობას და მეორე, უფრო მარტივ ტესტურ დავალებას აძლევდნენ. ამასთან, ამ ორი ჯგუფიდან ერთის წევრები პირველი დავალების შესრულების შემდეგ იბანდნენ ხელს.

მონაცემების მიხედვით, ის მოხალისეები, რომლებიც "ჩავარდნილი" პირველი დავალების შემდეგ ხელს იბანდნენ, მეორე დავალების შესრულების დროს უფრო ოპტიმისტურად აფასებდნენ საკუთარი წარმატების  შანსებს.

ამგვარად, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ხელების დაბანა ხელს უწყობს უსიამოვნო შთაბეჭდილებების და მოგონებების გაქრობას.

ადრე, ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებში ამორალურ საქციელზე ფიქრი  ხელების დაბანვის სურვილს იწვევდა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს