სტამბოლის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ორი თვითმფრინავი სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში ერთმანეთს შეეჯახა. ლაინერები Airbus A330-200 და Airbus A340 აეროპორტში 28 ოქტომბერს დილით ერთმანეთის მიყოლებით დაფრინდნენ. ჯერჯერობით აუხსნელი მიზეზების გამო სადგომზე გაჩერებისას თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ორივე ლაინერი სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ ბორტზე მყოფი მგზავრებიდან და ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.

თურქეთის მთავრობამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. აეროპორტის სამსახურები შეჯახების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

მომზადებულია CNN Turk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა