გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...

გიგი გაჩეჩილაძე გიორგი ვარდოსანიძის შესახებ...

მოცეკვავე გიორგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას დაშორება ბევრს გაუკვირდა. წყვილს ერთმანეთი წლების განმავლობაში უყვარდა. გიგი და სალომე ცეკვამ შეახვედრა და სამწუხაროდ, ცეკვამ დააშორა ერთმანეთს. დღეს ორივეს თავიანთი პირადი ცხოვრება აქვს და თავს ბედნიერად გრძნობენ. წარსულს გიგის მხარზე გაკეთებული სვირინგი - "სალომე" ახსენებს. ამ სახელის წაშლას გიგი უახლოეს მომავალში გეგმავს.

რატომ კამათობს მშობლებთან

- პირველ ფოტოზე მშობლებთან თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეებთან ერთად ხარ. შენს მშობლებს ყველა იცნობს. საქართველოში სამეჯლისო ცეკ­ვების ფუძემდებლები არიან.

- მშობლები ძალიან მიყვარს. ჩემთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ალბათ, ისე, როგორც ყველა მშობელს. იყო პერიოდი, როცა მათთან შეხება არ მქონდა. ამერიკაში ვცხოვრობდი 13 წლიდან თვრამეტ წლამდე. ორივე ძალიან მენატრებოდა და მათი ნახვა ძალიან მინდოდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ხშირად ვკამათობთ, საქმეში ერთმანეთს ვერ ვუგებთ. რა თქმა უნდა, სახლში არ ვკამათობთ იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ცეკვის გამო კი ბევრჯერ გვიკამათია. ასაკით ძალიან განვსხვავდებით, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა.

- რომელს უფრო ჰგავხარ?

- ხასიათით ძალიან ვგავარ მამას, გარეგნულად კი - დედას. ბავშვობაში ეს შეკითხვა დამისვეს და ვუპასუხე, მამას ალბათ მხოლოდ ყურებით ვგავარ-მეთქი. შეიძლება, დედასაც ვგავარ ხასიათით, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ.

- ცეკვის სტი­ლით რომელს უფ­რო გამსგავსებენ?

- მათი ცეკვა, სამწუხაროდ, არ მი­ნახავს, მეც და ჩემი ძმაც მშობლების დიდ ასაკში შეძენილი ბავშვები ვართ. ცეკვის სტილით ალბათ ორივეს ვგავარ, რადგან ორივემ შეიტანა წვლილი ჩემს მოცეკვავედ ჩამოყალიბებაში.

- ორი დედმამიშვილი გყავს, უფროსი და, შორენა და უმცროსი ძმა, რატი. მომდევნო ფოტო რატისთან ერთად გაქვს გადაღებული. ერთობლივი ფოტო დედმამიშვილებს რატომ არ გაქვთ?

- ყველამ ერთად შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. იყო პერიოდი, როცა მე შორენასთან ვცხოვრობდი. შორენა თბილისში რომ ჩამოვიდა, რატი ამერიკაში ცხოვრობდა.

- რადგან რატი ყველაზე პატარაა, და-ძმა ყველაფერს უთმობთ და პატიობთ?

- ისეთი ასაკობრივი სხვაობაა ჩვენ შორის, რომ დათმობაზე ლაპარაკი აღარაა. შორენა ჩემზე ოცი წლით უფროსია, მე კი რატიზე ოთხწელიწად-ნახევრით ვარ დიდი. ჩემი დისშვილი ლევანი ჩემზე ერთი წლითაა უმცროსი. შორენა ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის დის და დედის როლს თამაშობდა. მომდევნო სურათი შორენასთან ერთად მაქვს გადაღებული, როცა ამერიკაში წავედი. ჩვენს დიდ ოჯახში მხოლოდ ლევანი არ ცეკვავს.

- მომდევნო ფოტოზე შორენა და ლევანი არიან. ლევანს რატომ არ გაუჩნდა ცეკვის სურვილი?

- ამით არ დავინტერესებულვარ. ჩვენ ოჯახში ყველას თავისუფლებას ვაძლევთ. ლევანს ფსიქოლოგობა უნდა.

- შენს სიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მკაცრი და სამართლიანი იმიჯი აქვს. როგორია გოჩა ჩერტკოევი ოჯახში?

- ზუსტად ასეთივეა. შორენა კი მასზე მკაცრი და სამართლიანია. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამერიკაში რომ ჩავედი, მთელი კლასი წავიყვანე შატალოზე და იმის მერე მივხვდი, რომ ასეთი რამე აღარ უნდა ჩამედინა.

- როგორ დაისაჯე?

- როდესაც არასრულწლოვანი ასეთ დანაშაულს სჩადის, მიჰყავთ პოლიციის შენობაში, მერე მშობლებს ურეკავენ და ბავშვი მიჰყავთ სახლში. მე რომ გოჩას დავურეკე, სპეციალურად არ მოვიდა და მთელი ღამე მაყურყუტა პოლიციის შენობაში.

- როგორ გახსენდება პოლიციის შენობაში გატარებული ღამე?

- ბავშვი ვიყავი. "კაპეზეში" არავინ ჩამსვამდა. ვიჯექი იქ, სადაც ბეჭდავდნენ რაღაცებს, მაგრამ იმ შენობაში გატარებული ღამე მაინც არასასიამოვნო იყო.

"მშობლები ფიქრობენ, რომ ამერიკამ გამაფუჭა"

- ჯერ თბილისის სკოლაში სწავლობდი, მერე ამერიკაში წახვედი, ეს ცვლილება როგორ აისახა შენს განათლებაზე?

- თბილისში მეხუთე, მეექვსე კლასამდე, ისე, როგორც ჩემი თაობის ყველა ბიჭი, კარგად ვსწავლობდი. მერე მეცხრე კლასამდე ძალიან ცუდად ვსწავლობდი. მავნე ბავშვი გახლდით და სულ მარტო ვიყავი. არც ერთ "სასტავში" არ ვჩერდებოდი ბოლომდე. ბუნტისთავი ვიყავი. ბავშვებს "შატალოზე" წასვლისკენ მოვუწოდებდი. ბოლოს კარი რომ ჩაგვიკეტეს, ბავშვებს მეორე სართულიდან გადაძრომა ვასწავლე. ამერიკაში ჩავედი თუ არა, დალასის ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სკოლაში მიმიყვანეს. სურათი სწორედ იმ პერიოდში მაქვს გადაღებული. ინგლისური მაინცდამაინც კარგად არ ვიცოდი და საშუალო სკოლაში გადამიყვანეს. ჩემს კლასში ბევრი ბავშვი სწავლობდა. როგორც მოგიყევით, ყველა შატალოზე წავიყვანე. ერთ-ერთ პარკში წა­ვედით. ჩვენი ჭკუით, ვერთობოდით და როგორც ჩანს, ძალიან შესამჩნევები ვიყავით. პოლიციელები მოვიდნენ და აგვიყვანეს. ამის მერე მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი და კარგად დავიწყე სწავლა. გადავედი კერძო სკოლაში, რომელიც ამერიკის საუკეთესო სკოლების ათეულში შედის. მათემატიკის სწავლა თბილისში არ მინდოდა, დალასში რომ ჩავედი, მათემატიკის სწავლა აქტიურად დავიწყე. სამწუხაროდ, მერე მათემატიკა ვერ გამოვიყენე ისე, როგორც შემეძლო. სკოლაში მხოლოდ ესპანურში მოვიკოჭლებდი.

- არ მოგწონდა ესპანური ენა?

- მომწონდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული იყო, არ დამვიწყებოდა ქართული, რუსული, მესწავლა ინგლისურიც და ამ ყველაფერთან ერთად ესპანურიც. სკოლა კარგად დავამთავრე. მერე თბილისში ჩამოვედი და წითელ დიპლომზე დავამთავრე საქართველოს დიპლომატიური აკადემია. ოთხწლიანი კურსი იყო და მე ორ წელიწადში დავამთავრე. რასაც მე ამერიკაში მერვე კლასში ვსწავლობდი, თბილისში მეორე კურსზე გავიარე. სოსო ცინცაძის სასწავლებელი ოთხი წლის წინ დავამთავრე. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამერიკაში წასვლამ. სწავლა თბილისში რომ გამეგრძელებინა, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და სულ სხვანაირად ვიაზროვნებდი. ჩემი აზრით, ბევრად უფრო დაბალი დონის ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ხომ შემიძლია, დაახლოებით გავთვალო, როგორ მივდიოდი და სად წამიყვანა ამერიკამ. ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება, არ დამეთანხმონ და ჩემზე თქვან, ამერიკამ გააფუჭაო. ჩემთვის კი ძალიან დიდი პლუსი იყო და მიხარია, რომ ამერიკაში ვცხოვრობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება