სომხეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

 სომხეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილს მისალოცი წერილი დღეს გამოუგზავნა, სადაც სომხეთის პირველი პირი მარგველაშვილს 27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, მარგველაშვილს ხმა ამომრჩეველთა 62%-ზე მეტმა მისცა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა