"წითელი ზონა" აღარ დაიხურება

"წითელი ზონა" აღარ დაიხურება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე "წითელი ზონა" აღარ დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

"წითელი ზონა" ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი პროექტია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ყველას დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის!!! ახლა შემატყობინეს, რომ შეგვიძლია მუშაობა განვაგრძოთ გადაცემაზე, რომელიც ამ შაბათს გავა",- ნათქვამია გადაცემის "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია დღეს დილიდან გავრცელდა.  გადაცემის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე 3 საათის წინ განთავსდა ინფორმაცია, რომ  პირველი დეკემბრიდან "წითელი ზონა"იხურება. თუმცა, გადაცემის წამყვანი გოგი გვახარია წერდა, რომ  რადიო "თავისუფლებას" ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე მიღებული არ ჰქონდა.

"ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არა მგონია პროტესტს აზრი ჰქონდეს, სანამ არ ამოქმედდება ახალი კანონი საზმაუწყებლის შესახებ და სანამ საზმაუწყებლის მენეჯმენტი არ შეიცვლება. ამ მენეჯმენტმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ოფიციალურად შეეტყობინებინათ ჩვენთვის გადაცემის დახურვის შესახებ. უფრო მეტიც, "რადიო თავისუფლებას" აქამდე არ მიუღია ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე”,- წერდა გვახარია.

არხის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სოციალური ქსელით გადაცემის მხარდასაჭერი აქცია ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიგეგმა. აქცია სახელწოდებით "პროტესტი  "წითელი ზონის" დახურვის გამო" დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან იგეგმებოდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები