გორელმა ნაციონალებმა "დამარცხება" საზეიმოდ აღნიშნეს

გორელმა ნაციონალებმა "დამარცხება" საზეიმოდ აღნიშნეს

გორში "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლა საზეიმოდ აღნიშნეს. მათ შორის იყვნენ: გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, გუბერნატორის მოადგილე გიორგი კვიწინაძე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და ქარელის ყოფილი გამგებელი ილია ბურჯანაძე. ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას პარტიის შტაბის წევრები თავად აქვეყნებენ.

გორის 32-ე ოლქში შემავალი 109 უბნიდან ყველა მათგანი დათვლილია. შედეგების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი 31 421 (61,79%)-ით ლიდერობს, მეორე ადგილს 9752 (19,18%) -ით დავით ბაქრაძე, მესამეს კი 6119 (12,03%)-ით ნინო ბურჯანაძე იკავებს. ბაქრაძემ მარგველაშვილს, გორის მხოლოდ ორ უბანზე, სოფელ არაშენდასა და სკრის დევნილთა ჩასახლებაში მოუგო. მესამე ადგილზე კი "ნაციონალების" კანდიდატი გორის ცენტრის 4 უბანსა და 9 სოფელში გავიდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა