სამინისტრომ დევნილებს დახეული და დაობებული ტანსაცმელი გადასცა

სამინისტრომ დევნილებს დახეული და დაობებული ტანსაცმელი გადასცა

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საყოფაცხოვრებო ნივთები და დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვიან ღამით გადასცა. როგორც დევნილები აცხადებენ, სამინისტრომ მათ დახეული და დაობებული ტანსაცმელი დაურიგა. ერთ-ერთმა დევნილმა მზია უგრეხელიძემ სამინისტროს გაგზავნილი ნაჩუქარი მეორადი ტანსაცმელი ნაგავში გადაყარა.

"ტანსაცმელი მოგვიტანეს, მაგრამ სულ სველია და დაობებული. ისეთი სასწაულებია, ჩასაცმელადაც არ ვარგა. გამოვიტანე და გადავყარე ურნაში", - განაცხადა მზია უგრეხელიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა