საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა

საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა

საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ პოზიციაზე საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის "Doing Business"-ის 2014 წლის ანგარიშში დასახელდა.

გასულ წელთან შედარებით, ეს პოზიციის ერთი საფეხურით გაუმჯობესებაა.

"Doing Business 2014"-ის თანახმად, საქართველო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით მოწინავეა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ოთხი მაჩვენებლით - ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ქონების რეგისტრაცია და კრედიტის მიღება - მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის, ქონების რეგისტრაციის სიმარტივით კი, გასული წლის მსგავსად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრედიტო ინფორმაციული სისტემა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები შემდეგ 3 მაჩვენებელშიც გაუმჯობესდა: გაკოტრების პროცედურები, საზღვრებს შორის ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.

ცნობისთვის, "Doing Business 2014"-ის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით აფასებს, პირველი ადგილი სინგაპურს, ხოლო უკანასკნელი - ჩადს უკავია.

"Doing Business"-ის რეიტინგი 10 ინდექსის (ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიით მომარაგება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა დაცულობა, გადასახადების გადახდა, საზღვრებს შორის ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება, გაკოტრება) საბოლოო ქულების შეჯამებით გამოითვლება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ