ირინა ონაშვილი აგრესიულ კომენტარებს ეხმაურება

ირინა ონაშვილი აგრესიულ კომენტარებს ეხმაურება

ირინა ონაშვილის Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც მოდელმა ელექტორატი ბრბოდ მოიხსენია, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ირინა ონაშვილი მათ საპასუხოდ კვლავ Facebook-ით ავრცელებს სტატუსს:

"ძალიან გამიკვირდა, რომ ჩემი კომენტარები, რომლებსაც პირად ვოლზე, მეგობრებს ნახევრადხუმრობით ვწერ, დღის ნიუსებში მოხვდა. მე არც პოლიტიკური მიმომხილველი ვარ და არც ანალიტიკოსი. და საერთოდ პოლიტიკაში არ ვერევი. ჩემს კომენტარებში მხოლოდ იმას ვგულისხმობდი თუ რა რთულია არჩევანის გაკეთება და რომ ამას დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. და სხვათაშორის, არც საკუთარ თავს მივიჩნევ დიდ მცოდნედ ამ საქმეში.

ასევე, ძაან სასაცილო და მოულოდნელია, რომ ჩემი კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი დააშეარეს და პოლიტიკური ანალიზიც კი სცადეს ჩემს ნათქვამზე :)) სულ ტყუილად. მე არ ვარ პოლიტიკოსი და შეიძლება კარგად ვერც გამოვხატე ჩემი პოზიცია, ამიტომ ტყუილად ცდილობთ რაღაც ფარული პოლიტიკური აზრები ამოკითხოთ ჩემს სიტყვებში", - წერს ონაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ამ ბრბოს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი" - ირინა ონაშვილი ამომრჩევლებზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია