გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის ცენტრში ფართის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ინტერვიუზე მისულ გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტს, ჟანა ჯანელიძეს, რესპონდენტმა, ინდ. მეწარმე მზია გიორგაძემ და მისმა ქალიშვილმა აგრესიული შეხვედრა მოუწყვეს. მათ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და დაემუქრნენ, რომ თუ ამ თემას თავს არ დაანებებდა, ყველაფერი სანანებელი გაუხდებოდა და მისი ჟურნალისტური კარიერა აქ დამთავრდებოდა.

"პოსტკრიპტუმის" ჟურნალისტი რესპოდენტთან სადავო თემასთან დაკავშირებით ინტერვიუზე წინასწარ იყო შეთანხმებული. თუმცა ადგილზე მისული "ქართული ოცნების" მოგზავნილად მიიჩნიეს და სატელეფონო ზარით ცდილობდნენ მისი ვინაობის გადამოწმებას. "ბიძინას ოფისში დარეკეთ სასწრაფოდო" - ამბობდა მზია გიორგაძის შვილი. მზია გიორგაძემ ტელეფონით შეთანხმებაც უარყო და განაცხადა, რომ ტელეფონზე საუბრის დროს კომპოტებს აკეთებდა და მხოლოდ დღეს გამოუჩნდა იმის გაანალიზების დრო, რომ არ უნდოდა ჟურნალისტთან გასაუბრება.

ინციდენტის მიუხედავად გამოცემა თემაზე მუშაობას აგრძელებს. ამასთან, გაზეთის რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგნოებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ აღნიშნული ფაქტი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა