ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის შემცვლელის პოსტზე შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ დავით საგანელიძემ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის პოლისტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის ბიზნესცენტრში უკვე მივიდნენ, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმრავლეობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტეყმალაძე. ამასთან, ბიზნესცენტრში ასევე მივიდა კახა შარტავაც.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის ინფორმაციით, პრემიერის კანდიდატურა დღეს დასახელდება და იგი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო.

ჟურნალისტების შეკითხვას განიხილავენ თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე შს მინისტრის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე, არმაზ ახვლედიანმა უპასუხა, რომ გუნდი იმდენად წარმატებული და წელგამართულია, რომ შესაძლებელია ნებისმიერი კანდიდატურა განიხილონ, მათ შორის ალბათ შს მინისტრიც.

მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ შს მინისტრად პრემიერის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაინიშნოს, არმაზ ახვლედიანმა უპასუხა, რომ როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა მასზე მეტი იციან.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პოლიტსაბჭოს სხდომა უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს თავის შემცვლელს დაასახელებს. ამ თემაზე კოალიციის პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რის შემდეგაც პრემიერი კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობას გააცნობს.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უმრავლესობასთან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქმედი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი შეცვლის. როგორც უშიშროების საბჭოს მომავალმა მდივანმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე იმ მინისტრის შემცვლელზეც იმსჯელებს, რომელიც პრემიერი გახდება.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება, მისი შემცვლელი შს მინისტრის პოსტზე კი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ან ღარიბაშვილის ახლანდელი მოადგილე ვახტანგ გომელაური.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა