ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს

ბიძინა ივანიშვილი დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელს დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს თავის შემცვლელს დაასახელებს. ამ თემაზე კოალიციის პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რის შემდეგაც პრემიერი კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობას გააცნობს.

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უმრავლესობასთან "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

პრემიერის შესაძლო შემცვლელებად მოქმედი მინისტრთა კაბინეტის წევრები სახელდებიან. გავრცელდა ინფორმაცია მთავრობის მეთაურად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურების განხილვის შესახებ. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დასახელდნენ.

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის საკითხზე მასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. დავით სერგეენკოს განმარტებით, კოალიციაში ბევრი ღირსეული კადრია, რომელსაც შეუძლია, აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქმედი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი შეცვლის. როგორც უშიშროების საბჭოს მომავალმა მდივანმა, დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე იმ მინისტრის შემცვლელზეც იმსჯელებს, რომელიც პრემიერი გახდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა