ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში  სროლის შედეგად. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 23 წლის პოლ ენტონი სიანსია (Paul Ciancia ) აეროპორტის მესამე ტერმინალში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის მიერ საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელი თავადაც დაიჭრა.

ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აერპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, მომხდარის გამო 746 საერთაშორისო რეისი შეჩერდა, 46 კი გადაიდო. მე-3 ტერმინალი ამ დრომდე დახურულია.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ჩანთაში ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის ჩანაწერები აღმოუჩინეს. თუმცა, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, მას თანამზრახველები არ ჰყოლია. ენტონი სიანსიამ, ცოტა ხნის წინ, ოჯახის წევრებს მიწერა, რომ თავის მოკვლას აპირებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა