კრიშტიანუ რონალდუმ საცვლების კოლექცია გამოუშვა

კრიშტიანუ რონალდუმ საცვლების კოლექცია გამოუშვა

ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საფირმო საცვლები გამოუშვა. საცვლები ბრენდ CR7 სახელით გამოვიდა და გაყიდვაში 1-ელ ნოემბერს ჩაეშვა.

ახლახან მადრიდში ფეხბურთელმა საკუთარი ბრენდი Palacio de Cibeles-ში წარადგინა, სადაც სპორტსმენი საკუთარი თავის უზარმაზარი ფოტოს ფონზე პოზირებდა.

"ვამაყობ, რომ დღეს ბრენდი გამოდის. განსაკუთრებით კი ის მახარებს, რომ სარეკლამო ფოტო მადრიდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის კედლზე ჰკიდია. ამ პროექტში ბევრი ენერგია ჩავდე", - განაცხადა რონალდუმ.

ფეხბურთელი დიზაინერ რიჩარდ ჩაიემთან ერთად მუშაობდა, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებთან მუშაობს, როგორიცაა Marc Jacobs და Donna Karan.

"მოდა და დიზაინი - ჩემი ორი დიდი გატაცებაა, დიდი ხანია საკუთარი ბრენდის დაფუძნებას ვაპირებდი. რიჩარდთან მუშაობით ჩემში ახალი შემოქმედებითი ალღო აღმოვაჩინე, ჩვენი თანამშრომლობის თითოეული ეტაპით აღფრთოვანებული ვიყავი - ფერისა და დიზაინით დაწყებული საკუთარ თავსა და სხვებზე მოდელების მორგებით დამთავრებული".

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს